ავიამეთვალყურეების პროფესიული გადამზადება

საჰაერო მიმოსვლის მართვის პროცესში ავიამეთვალყურეთა მაღალი კვალიფიკაცია უმთავრესია.  ეს არის სამუშაო, სადაც თითქოს უმნიშვნელო შეცდომაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ამის გამო, ავიამეთვალყურეთა პროფესიონალიზმს დიდი ყურადღება ექცევა. საქაერონავიგაციაში დღეისათვის 100-ზე მეტი ავიამეთვალყურე მუშაობს, მათ შორის მრავალწლიანი გამოცდილებით და შედარებით ახალი თაობა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში, ENAC-ის უნივერსიტეტში დაეუფლა პროფესიას. ყველა ავიამეთვალყურე ჩვენს კომპანიაში პროფესიონალია და შესაბამის ლიცენზიას ფლობს.

dsc00920

 

ავიამეთვალყურეები

 

9L0A2287

განურჩევლად ასაკისა თუ გამოცდილებისა, საქაერონავიგაციაში ყველა ავიამეთვალყურე თვეში ორჯერ გადამზადებას გადის. თუმცა, ახლო მომავალში ეს მოდელი შეიცვლება და ისინი საქართველოს ნაცვლად, უცხოეთში გაივლიან გადამზადებას. ინსტრუქტორი მეთვალყურეები ამჟამად, სხვადასხვა საავიაციო უნივერსიტეტებში მოკლე კურსებს გადიან, რათა საბოლოოდ მოხდეს იმ უნივერსიტეტის არჩევა, სადაც ორ წელიწადში ერთხელ ავიამეთვალყურეები გადამზადების 5 კვირიან კურსს გაივლიან.  ამჯერად, ინსტრუქტორები ტულუზაში, ENAC-ის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.  ინსტრუქტორების პირველი ჯგუფი 17-დან 23 ნოემბრადე, ხოლო მეორე ჯგუფი 23-დან 30 ნოემბრამდე გაივლის გადამზადების მოკლე კურსს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s