ბმული

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში. მისი ამოცანაა სააერნაოსნო მონაცემების დამუშავება და გავრცელება საერთაშორისო აერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარობის და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით. ამ სამსახურის მუშაობის სტანდარტები და რეკომენდაციები პირველად ICAO-ს მიერ 1953 წელს იქნა მიღებული. აღნიშნული სტანდარტები და რეკომენდაციები ჩიკაგოს კონვენციის 37-ე სტატიაში იყო განხილული და შემუშავდა დანართი #15-ის სახით. ამ ათწლეულების მანძილზე დანართში ბევრი ცვლილება შევიდა.

საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური შედგება: ცენტრალური ბრიფინგ-ნოტამ ოფისის, ბათუმის ბრიფინგ ოფისის და სააერნაოსნო ინფორმაციის პუბლიკაციის ოფისებისგან.

AIPპუბლიკაციის სამსახურში ხდება საარნაოსნო ინფორნაციის კრებულის უზრუნველყოფა, სადაც თავმოყრილია ქვეყანაში არსებული სრული სააერნაოსნო მონაცემები, დაწყებული საფრენი ბილიკის ზომიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან, დამთავრებული ქვეყანაში არსებული საჰაერო ტრასებით. მონაცემები კრებულისა  და ელექტრონული ვერსიის სახით გამოდის და განახლებადია. საქართველოს AIP-ზე პასუხისმგებელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოა.

ნოტამ ოფისი აქვეყნებს ინფორმაციას საჰაერო სივრცეში და საფრენ ბილიკზე აკრძალვების, შეზღუდვების და დამატებითი ინფორმაციის შესახებ. ნოტამი ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დროებით ხასიათს ატარებს. ინფორმაცია, რომელიც ნოტამის სახით სამ თვეზე მეტ ვადაზეა გათვლილი, შედის კრებულში.

ბრიფინგ ოფისი ახორციელებს საფრენეოსნო გეგმების და მისი შესაბამისი შეტყობინებების უზრუნველყოფას და დისტრიბუციას. ასევე ეკიპაჟის ინფორმირებას წინა საფრენოსნო ბიულეტენებით, იგივე ნოტამებით. სარეისო გეგმის გარეშე არც ერთი სართაშორისო თუ ადგილობრივი რეისი არ სრულდება. მასში გაწერილია ფრენის სრული ინფორმაცია, რაც ითვალისწინებს ავიამეთვალყურეების ინფორმირებას მოცემული რეისის შესახებ. ასევე ბრიფინგში ხდება შესრულებული რეისიების სრული არქივიზაცია.

საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურმა განვითარების რამოდენიმე ეტაპი გაიარა. ქაღალდიდან ელექტრონულ შედეგამდე გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინფორმაციის ხარისხიანად დამუშავება-გავრცელებისთვის. საქართველოს AIP როგორ დამოუკიდებელი 2001 წელს შეიქმნა.

2007 წლიდან კი ელექტრონული AIP-ის გამოცემაც მიმდინარეობს. 2009 წლის აპრილიდან სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური თავის მომხმარებლებს ემსახურება EUROCONTROL-ის ევროპის სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურების მონაცემთა ბაზის ( EAD) მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უფრო ეფექტურად და ხარისხიანად დამუშავება-გავრცელებას.

2013 წლის 4-7 ივლისს შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობაზე სასერთიფიკაციო აუდიტი ჩატარდა. აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, არც ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა არ იქნა აღმოჩენილი და სამსახურს შესაბამისი სერთიფიკატი მიენიჭა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s