გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები

გაფრენის წინ თითოეული მგზავრი უსაფრთხოებისათვის აუცილებელ სხვადასხვა პროცედურას გადის. მათ შორისაა თანმქონი ნივთების, ბარგისა და ხელბარგის შემოწმება. არსებობს გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მთელი სია, რომელსაც კანონი არეგულირებს.

საავიაციო უშიშროების სამსახური

ამ პოსტში თქვენ ნახავთ,  თუ რა არის ამ სიაში, რისი ატანაა აკრძალული ბორტზე და რა შეგიძლიათ ჩააბაროთ ბარგში.

თავდაპირველად წარმოგიდგენთ , საგნებსა და ნივთიერებებს, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნათა დაცვის გარეშე არ დაიშვება არც თანმქონი ნივთების, არც ხელბარგისა და არც ბარგის სახით:

  1. ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი საშუალებები და მათი შემცველი საგნები, როგორიცაა, საბრძოლო ვაზნები (მათ შორის, მცირეკალიბრიანი); ყველანაირი დენთი, სანადირო კაფსულები (ფისტონები); ასევე, ტროტილი, დინამიტი, ტოლი, ამონალი, ამონიტი და სხვა.
  2. შეკუმშული და გათხევადებული აირები, როგორიცაა საყოფაცხოვრებო დანიშნულების აირები: ბუტანი, პროპანი, ჟანგბადი (სამედიცინო დანიშნულების გარდა), აცეტილენი; ნერვულ-პარალიტიკური და ცრემლმდენი აირებით დატუმბული ბალონები და მათი მსგავსი ნივთიერებები
  3. ადვილად აალებადი სითხეები: აცეტონი, ბენზინი, სპირტი, ეთერები, დიზელის საწვავი, ნახშირწყალბადი და სხვა.
  4. მყარი აალებადი, მჟანგავი, ტოქსიკური, რადიოაქტიური, მაკოროზირებელი ნივთიერებები.
  5. შხამი და მომწამვლელი ნივთიერებები. მაგალითად, ნიკოტინი, ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ვერცხლისწყალი და სხვა.
  6. ყველა სახის იარაღი და საბრძოლო მასალა.
  7. ყველა სახიფათო საგანი ან ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მგზავრებზე, ეკიპაჟის წევრებზე თავდასხმის იარაღი ან შეუქმნას საფრთხე საჰაერო ხომალდის ფრენას.

რისი ატანა არ შეიძლება თვითმფრინავში

გარდა ამისა, ბორტზე არ დაიშვება:

  1. ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ხელსაწყოების ასლები და იმიტაციები.
  2. იარაღი: გაზის, პნევმატური და სანადირო გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობები, ქორდიკები, სტილეტები, დესანტური ხიშტდანები.
  3. მჩხვლეტი, მჭრელი და წამახვილებული საგნები, როგორიცაა ცულები და ტესაკები;ისრები და ისრისმაგვარი დამზიანებელი ელემენტები;წრიაპები, ჭანგები;წყალქვეშ სანადირო ჰარპუნები და ისრები;ყინულსაჭრელები და ყინულმტეხები;ციგურები;ფიქსატორიანი და ავტომატურად (ღილაკით) გამხსნელი დანები ნებისმიერი სიგრძის პირით; დანები, რომლის პირის სიგრძე აღემატება 6 სმ-ს, საყასბო და უნივერსალური დანები; მაჩეტეები; ნებისმიერი სახის სამართებელი; ხმალი, დაშნა და მახვილი; სკალპელი; მაკრატელი 6 სმ-ზე მეტი პირით. სათხილამურო ჯოხები, სატყორცნი „ვარსკვლავები“; სამუშაო ხელსაწყოები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ მჩხვლეტი ან მჭრელი იარაღის სახით, მაგ., დრელი, ბურღი, ყველა სახის ხერხი, სახრახნისი, ქანჩის გასაღები, სარჩილავი ხელსაწყოები, ლითონის საქსოვი ჩხირები.
  4. ბლაგვბოლოიანი საგნები: ბეისბოლის საცემელა, სოფტბოლის საცემელა; ბილიარდის და სხვა თამაშების კიები; ჩაქუჩები, ბრტყელტუჩები; ანკესის ჯოხები; სკეიტბორდები; ხელჩართული ბრძოლის საშუალებები, მაგ., კასტეტი, ხელკეტები, მძიმე ხელკეტები, ჯაჭვები, ნუნჩაკოები და ა.შ;

საჰაერო ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის წევრების ან მგზავრების მიერ თანმქონი ნივთების, ხელბარგის ან ბარგის სახით, ნებადართულია სახიფათო ნივთიერებების და საგნების გადატანა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული წესების დაცვით.

ბარგში შესაძლებელია ალკოჰოლის მოთავსება

ბარგით:

  1. არბალეტები, წყალქვეშა სანადირო თოფები, შაშკები, ხმლები, ხანჯლები, იატაგანები, ორპირა მახვილები, ხიშტები, დანები: სანადირო, ღილაკიანი, ფიქსატორიანი და/ან ნებისმიერი სახის იარაღის იმიტაციები;
  2. 60 მმ-ზე გრძელი პირის მქონე სამეურნეო-საოჯახო დანები (მაკრატლები);
  3. ალკოჰოლური სასმელები, ალკოჰოლის 24%-დან 70%-დე შემადგენლობით, არა უმეტეს 5 (ხუთი) ლიტრის მოცულობის ჭურჭლით, საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ტარით – ერთ მგზავრზე არა უმეტეს 5 ლიტრისა.
  4. სითხეები და ალკოჰოლური სასმელები, ალკოჰოლის არა უმეტეს 24%-ის შემადგენლობით;
  5. სპორტული ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების აეროზოლები, რომლის ბალონის კლაპნები დაცულია თავსახურით შიგთავსის თვითნებურად გამოშვებისაგან, 500 მმ-იანი მოცულობის ჭურჭლით (ბალონებით), ერთ მგზავრზე არა უმეტეს 2 ლიტრისა.

თანმქონი ნივთებით ან ხელბარგით:

  1. სამედიცინო თერმომეტრი – 1 ცალი;
  2. ვერცხლისწყლიანი ტონომეტრი სტანდარტული შეფუთვით – 1 ცალი;
  3. ვერცხლისწყლიანი ბარომეტრი ან მანომეტრი ჰერმეტული კონტეინერით შეფუთული და გამგზავნის მიერ დალუქული;
  4. სანთებელა – 1 ცალი მგზავრზე;
  5. მშრალი ყინული– არა უმეტეს 2კგ-ისა;
  6. 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი – არა უმეტეს 100 მლ-ისა;
  7. უსაფრთხო კატეგორიას მიკუთვნებული სითხეები, აეროზოლები და გელები

ჰიგიენური საშუალებების ატანა ბორტზე

აეროზოლები, გელები, ჰიგიენისა და პარფიუმერული საშუალებების ატანა ბორტზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მოათავსებთ გამჭვირვალე პაკეტში, რომელიც იკეტება. გარდა ამისა, ამ საშუალებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მლ-ს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ტექნიკური რეგლამენტი „გაფრენისწინა შემოწმების წესი“ : https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=80398

Advertisements

4 comments on “გადასატანად აკრძალული საგნები და ნივთიერებები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s