გახსნიდან ერთი წლის შემდეგ

ერთი წლის წინ, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა. გაიხსნა აეროპორტის ტერმინალი და პირველი საერთაშორისო ფრენაც განხორციელდა. ფრენა ავიაკომპანია Wizz Air-მა შეასრულა.

ქუთაისის აეროპორტის გახსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა

ამ ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა ახალი რეისები, გაიზარდა მგზავრთა რაოდენობა. პარალელურად მიმდინარეობდა ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და საქაერონავიგაციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. თუმცა,  საჰაერო ხომალდების უსაფრთხო გადაადგილებისათვის ახალი ტაუერის მშენებლობას ხელი არ შეუშლია, რადგან საჰაერო მიმოსვლის მართვა საქაერონავიგაციის კუთვნილი, მობილური სამეთვალყურეო კოშკიდან ხორციელდებოდა.

მობილური ტაუერი

მობილური ტაუერი ავიამეთვალყურე

ამჟამად, აეროპორტის გახსნიდან ერთი წლის თავზე, ქუთაისის ტაუერის მშენებლობა დასრულებულია. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა გავლენა არ იქონია პროექტის დასრულებაზე. 2013 წლის თებერვლიდან ინტენსიური შიდასარემონტო სამუშაოები განაახლა კომპანია „მშენებელი 2004“-მა.

ქუთაისი მშენებლობა

მშენებლობა

საქაერონავიგაცია

ქუთაისი

ქუთაისი

ქუთაისი საქაერონავიგაცია

დღეისათვის მიმდინარეობს ტაუერის აღჭურვა  ჩეხური კომპანია ALES-ის ტიპის სისტემით. ასევე კოშკის ფასადზე ლედ განათების დამონტაჟებას აგრძელებს შპს „ელმშენი 77“. პროექტის სრულყოფა კვლავ ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია „UNStudio“-ს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს.

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი

swrytkizsrti

განათება ქუთაისი

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი

ახალდამთავრებული სამეთვალყურეო კოშკისა და ადმინისტრაციული შენობის გახსნა სარემონტო სამუშაოების სრული დასრულების შემდეგ იგეგმება.  ავიამეთვალყურეები ახლა უფრო კომფორტული გარემოდან შეძლებენ თვითმფრინავების უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s