ქაღალდის თვითმფრინავების ჩემპიონატი

იცოდით რომ ქაღალდის თვითმფრინავების ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება და საკუთარი რეკორდსმენებიც ჰყავს? ერთ-ერთ ასეთ ჩემპიონატს კომპანია Red Bull 2006 წლიდან ატარებს. პირველ წელს მასში მონაწილეობა 48 ქვენის წარმომადგენელმა მიიღო, დღეისათვის კი 85-ზე მეტი ქვეყანა ასპარეზობს.

Red Bull-ის ჩემპიონატში მონაწილეები ერთმანეთს სამ კატეგორიაში ეჯიბრებიან, ესენია: ყველაზე გრძელი დისტანცია, ყველაზე ხანგრძლივი ფრენა და ფიგურული ფრენა (Aerobatics). თითოეულ დისციპლინას თავისი წესები აქვს.

2012 Red Bull Paper Wings

✈ ყველაზე გრძელი დისტანცია

ამ კატეგორიაში გამარჯვებულია ის, ვისი თვითმფრინავიც ყველაზე შორს გაფრინდება. დისტანცია ითვლება მეტრებით, სანტიმეტრებსა და მილიმეტრებით. მსოფლიო რეკორდსმენი ამ სფეროში ამერიკელი სტეფან კრიგერი გახლავთ მაჩვენებლით 63,19 მეტრი.

✈ ყველაზე ხანგრძლივი ფრენა

ამ შემთხვევაში გამარჯვებულის თვითმფრინავმა ყველაზე დიდხანს უნდა იფრინოს. შედეგები წამებით ითვლება. ამ კატეგორიის რეკორდსმენი იაპონელი ტაკუო ტოდაა, მისი შედეგია 27,9 წამი.

რედბულის ჩემპიონატი

✈ ფიგურული ფრენა

ამ დისციპლინის გამარჯვებული ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: თვითმფრინავის კონსტრუქცია, დიზაინი და ფრენის შესრულება. ჟიური სამი წევრისაგან შედგება, სადაც თითოეული წევრი განსხვავებული კრიტერიუმს 1-დან 10 ქულამდე აფასებს. საბოლოოდ ქულები ჯამდება და გამარჯვებულიც გამოვლინდება.

ასე, რომ თუ ეს სფერო გიტაცებთ, თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ყოველწლიურ ჩემპიონატში და მოხსნათ არსებული რეკორდები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s