ცნობილი მუსიკოსების სახელობის აეროპორტები

მსოფლიოში აეროპორტები ძირითადად პოლიტიკური ფიგურების, მეფეებისა და პრეზიდენტების სახელს ატარებს. თუმცა, არსებობს ასევე რამდენიმე ცნობილი მუსიკოსის სახელობის აეროპორტიც.

შოპენის აეროპორტი

  • შოპენის აეროპორტი, ვარშავა, პოლონეთი

ფრედერიკ შოპენი პოლონელი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი გახლდათ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორია. 2001 წლიდან მისი სახელი ვარშავის აეროპორტს დაერქვა. ეს უკანასკნელი პოლონეთში ყველაზე დატვირთულია – ქვეყნის საჰაერო მიმოსვლის 50% ამ აეროპორტზე მოდის.

ჯონ ლენონის აეროპორტი

  • ჯონ ლენონის აეროპორტი, ლივერპული, ინგლისი

ჯონ ლენონი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბენდის „ბითლზის“რითმ გიტარისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი იყო. ჯგუფის დაშლის შემდეგ, მან სოლოკარიერა განაგრძო და კიდევ უფრო წარმატებული გახდა. ლენონი 1980 წელს ნიუ-იორკში მოკლეს.

„ლივერპულელი ლეგენდის“  სახელი 2002 წელს ლივერპულის აეროპორტს დაერქვა. ის ბრიტანეთში რიგით მეათე დატვირთული აეროპორტია.

ვერდის აეროპორტი

  • ჯუზეპე ვერდის აეროპორტი, პარმა, იტალია

იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი ყველასათვის ცნობილია თავისი ოპერებით  (აიდა, რიგოლეტო, ტრავიატა და სხვა). მისი სახელობისაა რეგიონალური აეროპორტი იტალიაში, პარმაში, რომელიც 1991 წელს გაიხსნა.

ლუი არმსტრონგის აეროპორტი

  • ლუი არმსტრონგის აეროპორტი, ნიუ ორლეანსი, ლუიზიანა

ლუი არმსტრონგი 1901 წელს ნიუ ორლეანსში დაიბადა. მისი არაჩვეულებრივი შესრულების წყალობით ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯაზ მუსიკოსი გახდა.  ამერიკელებმა ნიუ ორლეანის აეროპორტს მისი სახელი უწოდეს. ეს არის ბ კლასის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც აშშ-ში გამოირჩევა ყველაზე ნაკლები გადადებული ფრენების რაოდენობით.

მოცარტის აეროპორტი

  • ვოლფგან ამადეუს მოცარტის აეროპორტი, ზალცბურგი, ავსტრია

ყველა დროის საუკეთესო კომპოზიტორი ვოლფგან ამადეუს მოცარტი 1756 წელს ზალცბურგში დაიბადა. თავისი გენიალური ნიჭით ის ბავშვობიდან გამოირჩეოდა. მოცარტი 600-ზე მეტი შედევრის ავტორია, მათ შორის სიმფონიების, ოპერების, კონცერტების, ქოროების.

ვოლფგან ამადეუს მოცარტის საერთაშორისო აეროპორტი ავსტრიის ძირითადი აეროპორტია. მას 35-ზე მეტი ავიაკომპანია იყენებს ევროპაში.

astor-piazzolla

  • ასტორ პიაცოლას აეროპორტი, მარ დე პლატა, არგენტინა

ასტორ პიაცოლას კომპოზიციებმა რევოლუცია მოახდინა ტრადიციულ არგენტინულ ტანგოში. მან ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტებით გაამდიდრა და ტანგოს შესრულების ახალი სტილი დაამკვიდრა. ბუენოს აირესის პროვინციაში, მარ დე პლატაში არსებულ რეგიონულ აეროპორტს არგენტინელებმა მისი სახელი უწოდეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s