ალექსანდრე ქართველი

ალექსანდრე ქართველიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი მოღვაწის მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. 1922 წელს მან პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა დაამთვარა. 1922-1927 წლებში ქართველიშვილი  გამოჩენილი ფრანგი ავიატორის ლუი ბლერიოს კომპანიაში მუშაობდა, სადაც მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავი “Bernard”-ის შექმნაში.

1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

1927 წელს  ქართველიშვილი სამუშაოდ  ნიუ-იორკში მიიწვიეს. მომდევნო წელს მან   ცნობილ კომპანიაში “Fokker American Company” დაიწყო მოღვაწეობა.

შტატებში ალექსანდრე ქართველიშვილმა ცნობილი საავიაციო ინჟინერი ალექსანდრე სევერსკი გაიცნო, რომელიც წარმოშობით ქართველი გახლდათ და  იმ დროისათვის  უკვე ფართოდ ცნობილი კორპორაციის “Seversky Aircraft Corporation” პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი იყო. 1939 წელს კორპორაციას შეეცვალა სახელი და  “Republic Aviation Company” ეწოდა. ქართველიშვილი ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი. მათ შორის  Republic P-47, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები როგორიც არის F-84 Thunderjet, Republic F-105 და Republic F-84.

ასევე, მისი შექმნილია  A-10, რომელიც ამერიკული ავიაციის ერთ ერთი საუკეთესო თვითმფრინავია და კიდევ 20 წელი დარჩება ექსპლუატაციაში.

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველმა ინჟინერმა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი მიიღო. იგი აირჩიეს შტატების საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

ალექსანდე ქართველიშვილი  1974 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s