BOEING 2707

df13265103cb41c467e4b6b140840044

სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში მხოლოდ ორი ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავის მოდელი გახლდათ ექსპლოატირებული – Concorde და Tupolev Tu-144. უკანასკნელი ფრენა მგზავრთა გადასაყვანად Tu-144-მა 1978 წლის ივნისში განახორციელა, ხოლო Concorde-მა 2003 წლის ოქტომბერში.

ზებგერითი თვითმფრინავის მოდელის შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც სცადა. პროგრამა 1963 წლის 5 ივნისს დაიწყო. FAA-ს (ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია) განცხადებით,  1990 წლისთვის ბაზარზე 500 ზებგერითი თვითმფრინავი იქნებოდა წარმოებული. პროგრამას Boeing-ის,  Lockheed-ისა და North American-ის ქარხნები გამოეხმაურნენ. 1966 წლის 31 დეკემბერს კონკურსში გამარჯვებულად Boeing-ის კორპორაცია დაასახელეს. Boeing 2707-ის მშენებლობა დაიწყო, თუმცა, პროექტი პოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მიზეზების გამო არ დასრულებულა.

1973-დან 1981 წლამდე დაუმთავრებელი Boeing 2707 ფლორიდაში, ზებგერითი ტრანსპორტის საგამოფენო ცენტრში გახლდათ წარმოდგენილი, ახლა კი მისი ნახვა კალიფორნიაში, ჰილერის საავიაციო მუზეუმში შეგიძლიათ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s