ჩიკაგოს კონვენცია

კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ, ასევე ცნობილი, როგორც ჩიკაგოს კონვენცია, 1944 წლის 7 დეკემბერს 52 სახელმწიფოს მიერ იქნა ხელმოწერილი. თავდაპირველად დაარსდა ე.წ. “წინასწარი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია” (PICAO). ხოლო, 1947 წელს  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ  საკუთარი ოფიციალური სახელწოდება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ მიიღო .

ჩიკაგოს კონვენცია

კონვენციაში განმარტებულია ICAO-ს ძირითადი მიზანი:

„ვინაიდან, სამოქალაქო ავიაციის მომავალ განვითარებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში, თუმცა, აგრეთვე შესაძლებელია, მისი ბოროტად გამოყენება; და

ვინაიდან სასურველია თავიდან იქნეს აცილებული უთანხმოება და მოხდეს თანამშრომლობის ხელშეწყობა ეროვნებათა და ადამიანთა შორის, რაზედაც დამოკიდებულია მშვიდობა მსოფლიოში;

ამიტომ, ხელმომწერი ხელისუფალნი ეთანხმებიან კონკრეტულ პირნციპებსა და შეთანხმებებს, იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის განვითარება უსაფრთხო და კანონიერი გზით და რომ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურება დაფუძნდეს თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე და მისი მართვა მოხდეს გონივრულად და ეკონომიურად.“

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო კონვენცია

ICAO-ს სტანდარტები და რეკომენდაციები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის 18 დანართში, აერსანაოსნო მომსახურების პროცედურებში, დამატებით აერსანაოსნო პროცედურებსა და სარეკომენდაციო ნორმების შემცველ სხვა საბუთებში. მიუხედავად იმისა, რომ ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტები არ არის მკაცრად სავალდებულო — სახელმწიფოებს უფლება აქვთ, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ ან არ გამოიყენონ ისინი საკუთარ პრაქტიკაში, მათში ჩადებული და სამოქალაქო ავიაციის მსოფლიო გამოცდილებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესები სახელმწიფოებს აიძულებს შეასრულონ ეს მოთხოვნები. რეალურად, სწორედ ჩიკაგოს კონვენციითა და მისი 18 დანართით განისაზღვრება მსოფლიო სამოქალაქო ავიაციის საქმიანობა, უსაფრთხო და მოწესრიგებული განვითარება. დღეისათვის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მოიცავს 191 წევრ ქვეყანას.

საინფორმაციო რესურსი: http://www.icao.int ; http://ka.wikipedia.org 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s