BMW ავიაციაში

მრავალი ათწლეულის განმავლობაში, BMW-ს მთავარ პროდუქტს წარმოადგენდა არა მანქანა, ან მოტოციკლი, არამედ თვითმფრინავის ძრავები. შემთხვევითი არ არის, რომ კომპანიის ემბლემა მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. საავიაციო პროდუქტმა დიდი როლი ითამაშა BMW-ს ბრენდის ჩამოყალიბებაში.

bmw ავიაციაში

კომპანიის ისტორია 1913 წელს დაიწყო, როდესაც კარლ რაპმა და გუსტავ ოტომ, საკუთარი ფირმები დაარსეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი გაერთიანდნენ და ერთად შეუდგნენ თვითმფრინავის ძრავების წარმოებას. 1916 წელს  კომპანიას ახალი სახელი “Bayersiche Motoren Werke” ეწოდა.

1917 წელს BMW-ს პირველი თვითმფირნავის ძრავი გამოვიდა საავიაციო ბაზარზე. ეს გახლდათ ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი – Type IIIa. შემდეგ შეიქმნა Type IV, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ფრენაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა. 1922 წელს BMW-ს ძრავების საშუალებით 29 მსოფლიო რეკორდი დამყარდა ავიაციაში.

bmw ავიაციის ინდუსტრიაში

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას აეკრძალა საავიაციო ძრავების წარმოება და მოტოციკლების გამოშვება დაიწყო. 1932 წელს კი BMW-ს პირველი ავტომობილიც გამოჩნდა ბაზარზე.

მიუხედავად ამისა, BMW-ს არ შეუწყვიტავს ავიაციაში მოღვაწეობა. ნაცისტური რეჟიმის პირობებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, კომპანიამ გამოუშვა 30 000-ზე მეტი საავიაციო ძრავი, მათ შორის ყველაზე ძლიერი, 14 ცილინდრიანი   BMW-801. ამ პერიოდში კომპანიაში 50 000 ადამიანი იყო დასაქმებული და მათ ნახევარს პატიმრები შეადგენდნენ საკონცენტრაციო ბანაკებიდან.

bmw-801

ომის დასრულების შემდეგ,  კვლავ აიკრძალა საჰაერო ძალებისათვის ძრავების წარმოება. 1955 წელს ეს აკრძალვა გაუქმდა და რამდენიმე წელში  BMW-მ J79-11A ძრავის წარმოების ლიცენზია მიიღო. ამ პერიოდში კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა და რესტრუქტურიზაცია განიცადა. BMW-მ შეწყვიტა საავიაციო საქმიანობა. ეს მოხდა ორ ეტაპად, 1960 და 1965 წელს.

BMW_jet_109-003

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა, 1990-იან წლებში კომპანია კვლავ დაბრუნდა საჰაერო ძრავების წარმოების ბიზნესში და ბრიტანულ Rolls-Royce-თან ერთად დააარსა საწარმო BMW Rolls-Royce GmbH. ძრავები განკუთვნილი გახლდათ 60 140 ადგილიანი რეგიონალური თვითმფრინავებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი წარმატებული გამოდგა და კომპანიის შემოსავალმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა, 2000 წელს, კომპანიაში მომხდარი რესტრუქტურიზაციის შემდეგ BMW-მ კვლავ შეწყვიტა საქმიანობა ავიაციის ინდუსტრიაში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s