ავიატორი ქალები – ისტორია და ფაქტები

ქალები ავიაციაში საუკუნეზე მეტია მოღვაწეობენ. 1906 წელს ამერიკელი ი.ლილიან ტოდი პირველი ქალი გახდა, რომელმაც დააპროექტა და ააგო თვითმფრინავი. 1909 წელს იგი ეცადა საკუთარი თვითმფრინავის მართვის უფლება მიეღო, თუმცა მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა.

პირველი ავიაკონსტრუქტორი ქალი

პირველი ქალი, რომლმაც თვითმფრინავი მართა ტერეზა პელტიერი გახლდათ. არავინ იცის კონკრეტული თარიღი, თუ როდის იფრინა მან პირველად, თუმცა ცნობილია, რომ ეს 1908 წელს მოხდა. მას მფრინავის ლიცენზია არ ჰქონია.

პირველი ქალი, რომელმაც ლიცენზია აიღო ფრანგი რაიმონდ დე ლაროშე იყო (1910 წ.). მას მოყვნენ მელი ბისი (პირველი ლიცენზირებული პილოტი ქალი გერმანიაში) და ჰარიეტ ქუიმბი (პირველი ლიცენზირებული მფრინავი ქალი ამერიკის შეერთებულ შტატებში.)

harriet_quimby

როდესაც ავიატორ ქალებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გამოვყოთ ამელია ერჰარტი. ის მეთექვსმეტე ქალი გახლდათ მსოფლიოში, რომელმაც მფრინავის ლიცენზია მიიღო. (1923. წ) ამელია პირველი ქალი გახლდათ, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაკვეთა თვითმფრინავით.

1942 წელს პირველი ავიამეთვალყურე ქალიც გამოჩნდა. მერი ვანსქიუქი მუშაობდა დენვერის საჰაერო მართვის ცენტრში.

პირველი ავიამეთვალყურე ქალი

მშვენიერი სქესის წარმატება ავიაციაში საბოლოოდ ვალენტინა ტერეშკოვამ დაადასტურა, როდესაც 1963 წელს კოსმოსში გაფრინდა. ტერეშკოვამ ხომალდ „ვოსტოკ-6-ით“ ვალერი ბიკოვსკისთან ჯგუფური ფრენისას 48-ჯერ შემოუფრინა დედამიწას.

საქართველოში მფრინავი ქალები ავიაციის განვითარების პირველ ეტაპზევე გამოჩნდნენ. ირინე ოსანიძე მფრინავის პროფესიას 18 წლის ასაკში დაეუფლა. 1941-45 წლებში იგი ბომბდამშენების ავიპოლკში მუშაობდა. შემდეგ დაფრინავდა ეკიპაჟის მეთაურად სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებზე.

თამარ მელაშვილი 18 წელი დაფრინავდა სამოქალაქო ავიაციის ტრასებზე და ათი ათასი უსაფრთხო ფრენა-საათი აქვს შესრულებული. საქართველოში რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავების მიღებისას სწორედ ის ხელმძღვანემობდა მოძრაობის სამსახურს.

ასევე ქართველი მფრინავი მარია კულკინა ომის დროს გამანადგურებლებზე მუშაობდა, სადაც ის გმირულად დაიღუპა.

დღესდღეობით უამრავი ქალია ავიაციის სფეროში დასაქმებული მსოფლიოს მაშტაბით, მათ შორის საქართველოშიც.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s