Indra

კომპანია Indra ესპანეთში, მადრიდის პროვინციაში დაარსდა 1921 წელს. თავდაპირველად ის კომპანიათა ჯგუფს წარმოადგენდა, რომელმაც რამდენიმე სტრუქტურული და ადმინისტრაციული ცვლილების შემდეგ, 1993 წელს, მიიღო იმგვარი სახე, როგორადაც დღესდღეობით გვევლინება.

ინდრა

ესპანური, მულტინაციონალური კომპანია მოღვაწეობს ტრანსპორტისა და მოძრაობის, ენერგეტიკისა და ინდურსტრიის, საზოგადოებრივი ადმინისტრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ტელეკომუნიკაციისა და მედიასექტორის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში. Indra-ს  მსოფლიოს 128 ქვეყანაში 42 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ტრანსპორტისა და მოძრაობის სფეროში საკუთარ მოღვაწეობას კომპანია სამი სიტყვით ახასიათებს: „უსაფრთხოება, მდგრადობა და ეფექტურობა.“ ეს არის სიტყვები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც საუბარია ტრანსპორტსა და მოძრაობაზე.

საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში Indra ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. ამ სფეროში მომხმარებლები 80-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს. მათ შორის საქართველოშიც. Indra-ს სანავიგაციო სისტემებს მსოფლიოში 30 წელზე მეტია იყენებენ.

ესპანური კომპანია ლიდერია საფრენოსნო მონაცემების დამუშავების სისტემათა სფეროშიც. 2008 წლის დეკემბერში Indra-მ EUROCONTROL-თან თანამშრომლობით ევროპის ყველაზე დატვირთული და კომპლექსური, მაასტრიხტის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი აღჭურვა საფრენოსნო მონაცემების დამუშავების სისტემით.

Indra-ს ირჩევენ ევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები, რომელთაც ის საჰაერო სივრცის მართვის სისტემების სრულ სპექტრს სთავაზობს. მათ შორის სამეთვალყურეო, ავტომატურ და კომუნიკაციის სისტემებს, სიმულატორებსა და სხვა.

საქაერონავიგაცია 2011 წლიდან თანამშრომლობს კომპანია Indra-თან. ამ წელს განხორციელდა სენაკის MSSR რადიოლოკატორის  შეცვლა  Indra -ს  IRS-20MP/S ტიპის მეორადი სატრასო რადიოლოკატორით,  რომელიც  აღჭურვილია MODE-S რეჟიმით, ხოლო მოქმედების ზონა შეადგენს 250 საზღვაო მილს.

indra/ინდრა სენაკი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s