კომპანია THALES GROUP

thalesgroup ლოგოკომპანია THALES GROUP ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც აპროექტებს და აშენებს ელექტრონულ სისტემებს და თავაზობს სერვისებს საჰაერო სივრცის, თავდაცვის, ტრანსპორტისა და უშიშროების სფეროში მომუშავე კომპანიებს. THALES GROUP-ს 50-ზე მეტ ქვეყანაში 68 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ, 2011 წლის მონაცემებით, 13, 03 მილიარდი ევრო შეადგინა. ორგანიზაციის სახელი ბერძენი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის, თალეს მილეთელის სახელს უკავშირდება.

საჰაერო სივრცის მართვის სფეროში კომპანია THALES-ის მიერ წარმოებული სისტემები ყველაზე სანდოა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში სამი აფრენილი თვითმფრინავიდან ორი  THALES-ის სისტემების წყალობით კონტროლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ, დედამიწის ზედაპირის 40% ფრანგული კომპანიის მიერ არის კონტროლირებული. THALES-ის სანავიგაციო სისტემებს მსოფლიოში 180-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. მათ შორის საქართველოც.

შპს საქაერონავიგაციამ, 2008 წელს ქვიშიანას მთის ნიშნულ 1100-ზე დაამონტაჟა THALES-ის მიერ წარმოებული ახალი მეორადი რადიოლოკატორი RSM-970S, რომლიც გადახურულია ირლანდიური კომპანია  L3 communication, ESSCO Collins Ltd-ს მიერ წარმოებული გუმბათით.

მომდევნო წელს, თბილისის რაიონული  ცენტრისათვის იქნა  დაყენებული THALES–ის სისტემა Eurocat-C, რომელიც შედგება მხოლოდ ორი სამუშაო სადგურისაგან, მაგრამ გააჩნია მოძრაობის მართვისა და კონტროლის სრული ფუნქციები. სისტემის ძირითადი დანიშნულებაა მასი როგორც ავარიულ სისტემად გამოყენება თბილისის მისადგომისათვის და აგრეთვე, როგორც ექსპერიმენტური პლატფორმა, რადარების Mode S რეჟიმის ფუნქციონირების  შესაფასებლად.

THALES რადიოლოკატორი

ამავე წელს განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში THALES–ის   პირველადი და მეორადი რადისალოკაციო სადგურის RSM970S  STAR 2000 პროექტი. აღნიშნული სარადარო სისტემა, წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიის ნიმუშს რადიოლოკაციის დარგში და აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციით. 

THALES-თან თანამშრომლობა ამით არ ამოწურულა, 2011 წელს კომპანიამ განახორციელა ქვიშიანას მთის ნიშნულ 1100-ზე განლაგებული მეორადი რადიოლოკატორის  RSM-970S მოდერნიზაცია. ამავე წელს ქალაქ ფოთში გაიხსნა სარადარო ობიექტი THALES-ის მეორადი რადიოლოკატორით  RSM-970S.

სარადარო ობიექტი ფოთში

 

 

 

Advertisements

2 comments on “კომპანია THALES GROUP

  1. თუ, სამი აფრენილი თვითმფრინავიდან ორი THALES-ის სისტემების წყალობით კონტროლდება, მაშინ დაახლოებით 66 პროცენტი ყოფილა THALES-ის სარადარო სისტემით კონტროლირებული და არა 40, ან 5 აფრენილი თვითმფრინავიდან 2 კონტროლდება THALES-ის სარადარო სისტემით :)))))

    • აქ საუბარია მთლიანად დედამიწის ზედაპირის 40% -ზე, ეს მონაცემები კომპანია THALES GROUP-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდანაა მოპოვებული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s