მაიკლ გრეგორი – ქართველი ავიაკონსტრუქტორი მოფლიო ავიაციის ისტორიაში

მიხეილ გრიგორაშვილიმიხეილ გრიგორაშვილი, ასავე ცნობილი როგორც მაიკლ გრეგორი, ქართველი ავიაკონსტრუქტორი და მფრინავი გახლდათ. მან თავისი წვლილი შეიტანა რუსეთის, ამერიკისა და კანადის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში. იგი ერთ-ერთი პიონერი იყო მსოფლიო ავიაციის ისტორიაში.

მიხეილ გრიგორაშვილი რუსეთის იმპერიაში, კერძოდ, დაღესტანში, ქალაქ დრუმანდში დაიბადა. მან პეტერბურგის გიმნაზია დაამთავრა და 1906 წელს ალექსანდრე I-ის სახელობის კომუნიკაციათა საინჟინრო ინსტიტუტში ჩააბარა. გრიგორაშვილმა თავიდანვე გამოხატა ინტერესი ავიაციის მიმართ და 1908 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის პირველი აეროკლუბის შექმნაში. იგი ასევე გახლდათ საინსტიტუტო ჟურნალ „აერომობილის“ რედაქტორი.

1911 წელს გრიგორაშვილმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსები საფრანგეთში გაიარა , სადაც მან ლიცენზია მიიღო და რუსეთის ერთ-ერთი პირველი მფრინავი გახდა. ახალგაზრდა ავიატორმა პირველმა დაიცვა რუსეთში საავიაციო ინჟინერიის დიპლომი.

პირველი მსოფლიო ომის დროს, მიხეილ გრიგორაშვილი ავიამშენებელ ქარხნებში მუშაობდა. 1915 წლიდან კი, მთავარ კონსტრუქტორად გადავიდა პეტროგრადის ავეჯის ქარხანა “მელცერში”, რომლის მეპატრონე ქარხანაში საავიაციო მრეწველობის დანერგვას აპირებდა. გრიგორაშვილმა იქ თავისი სისტემის ხრახნები დაამზადა და რუსეთის სამხედრო-საჰაერო ფლოტში გამოსცადა. ისინი უცხოურზე უკეთესი აღმოჩნდა. მათი მსხვილი სერიული წარმოება “მელცერმა” დაიწყო და 1917 წლის დასაწყისში წამყვან საწარმოდ იქცა.

მიხეილ გრიგორაშვილი სამშობლოშიც შეეცადა საავიაციო მრეწველობის განვითარებას, თუმცა სახსრებისა და საჭირო კადრების ნაკლებობის გამო მიზანი ვერ განახორციელა. ის საქართველოს კომუნიკაციათა სამინისტროში მუშაობდა  გზების ინჟინრად. 1921 წელს, ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, გრიგორაშვილს ემიგრაციაში მოუწია წასვლა, რის შემდეგაც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.

ამერიკაში ჩასვლისთანავე ავიაკონსტრუქტორმა მუშაობა  როდ–აილენდის შტატის მცირე საავიაციო ქარხანა – “Gallandet Aircraft”–ში დაიწყო. მალე ის “Dayton-Wright Company”-ში გადავიდა სამუშაოდ. მოგვიანებით კი ლონგ-აილენდზე, გარდიან-სიტიში განლაგებული ამერიკაში უმსხვილესი საავიაციო ფირმა “Curtiss – Wright” დაიწყო კონსტრუქტორად მუშაობა. 1926 წელს ამერიკის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად, მან გვარიც შეიცვალა და მაიკლ გრეგორი გახდა. 1928 წელს იგი საავიაციო ფირმა “Bird Aircraft”–ის მთავარი კონსტრუქტორი გახდა, თუმცა რამდენიმე წელში კომპანია გაკოტრდა და მიხეილ გრიგორაშვილი კომპანია “Seversky Aircraft”–ში გადავიდა სამუშაოდ მთავარი კონსტრუქტორის მოადგილის თანამდებობაზე. აქ მან უშუალო მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავთა SEV-1, SEV-2, SEV-3 და მათი მოდიფიკაციების შექმნაში.

1934 წელს მიხეილ გრიგორაშვილმა საკუთარი კომპანია „Gregor Aircraft“ დაარსა, სადაც მსუბუქი თვითმფრინავი “GR-1” დააპროექტა.  ორი წლის შემდეგ, მას კანადაში შესთავაზეს სამუშაო კომპანია “Canadian Car and Foundry“-ში. აქ მან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელი ბიპლანი FDB-1 შექმნა.

მიხეილ გრიგორაშვილის შექმნილი გამანადგურებელი ბიპლანი FDB-1

1940-იან წლებში იგი კომპანია “Chase Aircraft”-ში მუშაობდა, 1954 წლიდან სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს მისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-123.

მაიკლ გრეგორი 1955 წელს გარდაიცვალა ნუი-ჯერსის შტატში, ქალაქ ტრენტონში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s