რა სოციალური სარგებელი მოაქვს ავიაციას?

ავიაციაუდიდეს ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ავიაციას მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სოციალური სარგებელიც მოაქვს. ეკონომიკურ განვითარებას საზოგადოების ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება და სიღარიბის დონის კლება მოსდევს,  მაგალითად, საერთაშორისო ტურიზმის ზრდა ამა თუ იმ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების და შესაბამისად, სოციალური პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალებაა. საერთაშორისო ტურისტების 40% კი, სწორედ საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილდება. ამას თან ერთვის ახალი სამუშაო ადგილები და ზოგადად ცხოვრების დონის ზრდა.

გარდა ამისა, ავიაცია უზრუნველყოფს ქვეყნებს, კულტურებსა და საზოგადოებებს შორის გამოცდილებათა გაცვლის სიმარტივეს, რაც მეტად ზრდის სოციალურ ჩართულობას და კულტურათაშორის ურთიერთობებს.

კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სარგებელი, რომელიც მხოლოდ ავიაციის დამსახურებაა, ეს გახლავთ გადაუდებელი და სწრაფი დახმარება. მაგალითად, მიწისძვრების, ომებისა და ა.შ. შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარება, დაზარალებულთა გადაყვანა, მედიკამენტების მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. საჰაერო ტრანსპორტი ასევე გამოიყენება სამაშველო ოპერაციებისათვის, ხანძრის ლიკვიდაციისათვის და სხვ.

როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ცალკე გამოვყოთ ავიაციის როლი სამედიცინო მომარაგებისა და ორგანოთა ტრანსპორტირების თვალსაზრისით, რაც უმეტეს შემთხვევაში დაუყოვნებლივ, სწრაფ გადატანას საჭიროებს ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s