საავიაციო ინდუსტრიის როლი მსოფლიო ეკონომიკაში

ავიაცია მსოფლიო ეკონომიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ის ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას, ტურიზმსა და საერთაშორისო ინვესტიციებს, ის აკავშირებს ადამიანებს სხვადასხვა კონტინენტებზე.

საავიაციო ინდუსტრია თავისთავად ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი დამსაქმებელია. სამუშაო ადგილები ავიახაზებსა და აეროპორტებში, საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებში, მგზავრთა მომსახურებაში- რეგისტრაცია და ბარგის შემოწმება, საავიაციო უშიშროება, მგზავრთა კვება და ა.შ.

მსოფლიოს სხვადასხვა ავიახაზები წელიწადში დაახლოებით 2,6 მილიარდ მგზავრს ემსახურება და 48 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვს. ეს ყველაფერი ქმნის 8,4 მილიონ სამუშაო ადგილს, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ავიაციასთან. საავიაციო ინდუსტრიაში მშპ 539 მილიარდი დოლარია, რაც უფრო მეტია, ვიდრე ფარმაკოლოგიის სფეროში ($445 მილიარდი) და საავტომობილო მრეწველობაში ($484). ავიაცია ქვეყანა რომ ყოფილიყო, ის მე-19 იქნებოდა მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით.

საავიაციო ინდუსტრია ასევე წარმოადგენს არაპირდაპირ დამსაქმებელს. მაგალითად, საწვავის მომწოდებლები, სამშენებლო კომპანიები, და სხვ. არაპირდაპირი სამუშო ადგილი 9,3 მილიონია მსოფლიოში, ხოლო მშპ 618 მილიარდი დოლარია.

გარდა ამისა, პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილები განაპირობებს ისეთი ინდუსტრიის განვითარებას, როგორიცაა, მაგალითად სავაჭრო და კვების ობიექტები აეროპორტებში, ბანკები და ა.შ. ასეთი სამუშაო ადგილი 4,4 მილიონია მსოფლიოში, ხოლო გლობალური მშპ – დაახლოებით 288 მილიარდი დოლარი.

ამასთანავე, საავიაციო ინდუსტრიას უდიდესი როლი აქვს ტურიზმის სფეროში, რაც ძირითად ძრავს წარმოადგენს გლობალურ ეკონომიკაში და განსაკუთრებით, განვითარებად ეკონომიკაში. დღესდღეობით 51 % საერთაშორისო ტურისტი საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით გადაადგილდება. ავიაცია ტურიზმის თვალსაზრისით, 34 მილიონ სამუშაო ადგილს ქმნის, ხოლო მშპ 762 მილიარდი დოლარია.

საბოლოო ჯამში, დღესდღეობით ავიაცია წარმოადგენს ინდუსტრიას, სადაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი თვალსაზრისით დასაქმებულია 56,6 მილიონი ადამიანი მსოფლიო მაშტაბით, ხოლო გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2,2 ტრილიონი დოლარია.

ექსპერტების ვარაუდით 2030 წელს მსოფლიო  საავიაციიო ინდუსტრია შეძლებს, დაასაქმოს 82 მილიონი  ადამიანი, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო მაშტაბით 6.9 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s