უსაფრთხოების ნორმები აეროპორტში

თითოეული ფრენის წინ, აეროპორტებში სხვადასხვა სახის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი პროცედურები ხორციელდება, როგორიცაა ბარგისა და ხელბარგის შემოწმება,  ზოგჯერ თქვენ ფეხსაცმლის გახდასაც კი გთხოვენ  შემოწმებისას. ამგვარი პროცედურები ზოგჯერ მგზავრების გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა  პროცედურა რეგულირდება კანონით და ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქცევის თავიდან აცილების მიზნით. შემოწმებას ასევე გადის საჰაერო ხომალდი, საავიაციო პერსონალი და ეკიპაჟის წევრები. უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ეს პროცედურები ხორციელდება საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ.

უსაფრთხოების ნორმები აეროპორტში

ყველა თანამედროვე აეროპორტი აღჭურვილია შემოწმების სტაციონარული საშუალებებითა და დაკვირვების ვიდეო სისტემებით. ამასთანავე, აეროპორტებში გვხვდება კაბინები ინდივიდუალური შემოწმების ჩატარებისთვის. უსაფთხოებისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელებისას გამოიყენება სტაციონალური რენტგენოსატელევიზიო ინტროსკოპები და მეტალმძებნები, პორტატული (ხელის) მეტალმძებნები და სხვა საშუალებები. შემოწმებისას გამოიყენება აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების ან აეროპორტის კინოლოგიური ქვედანაყოფების სამსახურებრივი ძაღლები.

შემოწმება ხორციელდება ყოველი ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენის წინ. ხოლო იმ შემთხვევაში,  თუკი არსებობს ინფორმაცია პოტენციური საფრთხის შესახებ, საავიაციო უშიშროების სამსახურს უფლება აქვს ხელახლა შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟის წევრები, ბარგი და პირადი ნივთები.  თუკი ინფორმაცია აფრენის შემდეგ იქნა მიღებული, ამ შემთხვევაში განმეორებითი შემოწმება დაშვების შემდეგ მოხდება.

უსაფრთხოების მიზნით მგზავრებს აკრძალული აქვთ გარკვეული ნივთების გადატანა, როგორიცაა ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი საშუალებები და მათი შემცველი საგნები, შეკუმშული და გათხევადებული აირები, ადვილად აალებადი სითხეები, მყარი აალებადი ნივთიერებები, შხამი და მომწამვლელი ნივთიერებები, ნებისმიერი სახიფათო საგანი ან ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მგზავრებზე, ეკიპაჟის წევრებზე თავდასხმის იარაღი ან შეუქმნას საფრთხე საჰაერო ხომალდის ფრენას. ხელბარგში არ შეიძლება პარფიუმერია და ჰიგიენის საშუალებები, ალკოჰოლური სასმელი, ყველანაირი მჭრელი, ბასრი და მსხვრევადი საშუალება (ქლიბი, პინცეტი და ა.შ).

აკრძალული ნივთები

უფრო დეტალური ინფორმაცია გაფრენისწინა შემოწმების წესისა და  გადასატანად აკრძალული ნივთების  შესახებ იხილეთ აქ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s