საჰაერო მოძრაობის მართვის გაუმჯობესების გეგმები ICAO-ს კონფერენციაზე

atag_logo2

მონრეალში ICAO-ს საჰაერო ნავიგაციის კონფერენციაზე, საჰაერო ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფმა (ATAG) საჰაერო მიმოსვლის მართვის გაუმჯობესების გეგმები წარადგინა. დოკუმენტი მხარს უჭერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტს – „ Aviation System Block Ungrades Project”, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მიმოსვლისა და ტექნოლოგიების ჰარმონიზაციას მთელს მსოფლიოში.

მონრეალში პრეზენტირებული გამოცემა  Revolutionising Air Traffic Management წარმოადგენს ადვილად გასაგებ სახელმძღვანელოს თემაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საჰაერო მოძრაობის მართვის სფერო მომავალი ათწლეულების მანძილზე და განკუთვნილია არა სამოქალაო ავიაციის ხელისუფლებებისა და ტრანსპორტის დეპარტამენტებისათვის, არამედ პოლიტიკოსებისათვის, რომლებმაც არ იციან დეტალები და რომლებმაც აუცილებელია გაიგონ უფრო ვრცლად ამ სფეროს როლისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

ოქსფორდის კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის მსოფლიო  საავიაციიო ინდუსტრიას შეუძლია, დაასაქმოს 82 მილიონი  ადამიანი, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო მაშტაბით გაიზრდება 6.9 ტრილიონ დოლარამდე. (დღესდღეობით არსებობს 57 მილიონი სამსახური და 2,2 მშპ). მაგრამ, ამავე კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თუკი, საავიაციო ინდუსტრიის ზრდა წელიწადში თუნდაც 1 %-ით ნაკლები იქნება, 2030 წლისთვის 14 მილიონით ნაკლები სამსახური იქნება ამ სფეროში.

„ზრდა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზთაგანი შესაძლოა აღმოჩნდეს სიმჭიდროვე, როგორც საჰაერო სივრცეში, ისე მიწაზე.  – აცხადებს ATAG-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სტილი. – „ჩვენ გვინდა, რომ მთავრობებმა გაიგონ, თუ რა გავლენა ექნება პროგრესის შეჩერებას არა მხოლოდ საავიაციო ინდუსტრიისათვის, არამედ მთლიანად გლობალური ეკონომიკისათვის. საავიაციო ინდუსტრიის განვითარება აღარ წარმოადგენს არჩევანს, ის აუცილებლობა გახდა.“

„საჰაერო მოძრაობის მართვა და დაგეგმვა, ეს არის სფერო, სადაც ინდუსტრიას მარტო მოქმედება არ შეუძლია. თუ გავითვალისწინებთ საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის საკითხს, ასევე სამხედრო საჰაერო შეზღუდვებს, მთავრობამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ამ ევოლუციაში. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები, ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაა.“ – განაცხადა სტილმა მოხსენებაში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s