რამპტექნიკოსი vs ავიამეთვაყურე

რას საქმიანობს რამპტექნიკოსი?

რამპტექნიკოსი vs ავიამეთვაყურე

რამპტექნიკოსი აეროპორტის თანამშრომელია, რომელიც უზრუნველყოფს მიწაზე თვითმფრინავის უსაფრთხო გადაადგილებას და პარკინგს. ხშირად ავიამეთვალყურის საქმიანობა, სწორედ რამპტექნიკოსის ფუნქცია ჰგონიათ, რაც, რა თქმა უნდა, მცდარი აზრია. რამპტექნიკოსს  კავშირი არ აქვს საჰაერო სივრცის  მართვასთან. ის არ მუშაობს რადიოს, რადარისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. მისი ერთადერთი აღჭურვილობაა ჯოხები, რომლითაც ის ნიშანს აძლევს თვითმფრინავს. ღამე ეს ჯოხები განათებულია. ხშირად აეროპორტებში რამპტექნიკოსები მუშაობენ სხვა პოზიციაზე, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს მოიცავს და ეს საქმიანობა მათ ერთ-ერთ მოვალეობას წარმოადგენს.

რამპტექნიკოსი ნიშნის გადასაცემად დგება ისეთ ადგილას, სადაც ის შეძლებს მთლიანად დაინახოს თვითმფრინავი და პირიქით, მფრინავმა კარგად დაინახოს ის. მან აუცილებლად  უნდა იცოდეს ნიშნები, რომლებსაც ის ხელით ასრულებს და რომლითაც ის შეძლებს კომუნიკაციის დამყარებას.

გთავაზობთ რამდენიმე ნიშნის განმარტებას:

გადაადგილება მარჯვნივ

გადაადგილება მარჯვნივ

გადაადგილება მარცხნივ

გადაადგილება მარცხნივ

დაშვება

დაშვება

გადაადგილება ზემოთ

გადაადგილება ზემოთ

გადაადგილება ქვემოთ

გადაადგილება ქვემოთ

დატოვე კომენტარი