ქუთაისის საერთაშორისო აეროპრტი

2012 წელი – სამოქალაქო ავიაცია საქართველოში

2012 წელს საქართველოს საავიაციო სფეროში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებები შეეხო, როგორც უსაფრთხოების ნორმებს, ასევე გავლენა იქონია მგზავრობის ღირებულებაზე, თანამშრომელთა კვალიფიკაციასა და მგზავრთა კმაყოფილებაზე.

ჩვენ გთავაზობთ საქართველო სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ, 2012 წლის რამდენიმე გამორჩეულ მოვლენას:

✈  ახალი ავიაკომპანიები

მიმდინარე ცვლილებებმა ფრენების უსაფრთხოების კუთხით საქართველო მიმზიდველი გახადა ისეთი ავიაკომპანიებისათვის როგორიცაა Alitalia , Estonian Air, Qatar Airways (პირველი ხუთ ვარსკვლავიანი ავიაკომპანია საქართველოს ავია ბაზარზე) , ასევე, British Airways ახორციელებს პირდაპირ რეისებს ლონდონის მიმართულებით. სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა.

Wizz_Air_A320

საქართველოში დაფუძნებულმა (27 ივნისი, 2012)  სატვირთო ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა საქართველოში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობითა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების, აგრეთვე ევროპის კომისიის (EC 859/2008) რეგულაციის შესაბამისად საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცედურა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია

2012 წლის 3 აგვისტოს, ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებით ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ Fly Georgia-მ დაიწყო. ”Fly Georgia” საქართველოს ავიაბაზარზე 2009 წელს გამოშვებული Airbus A319 შემოვიდა.

✈  ICAO -ს სემინარი საქართველოში

2012 წლის 9 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით შპს ,,საქაერონავიგაცის“ მასპინძლობით ქ. თბილისში გაიმართა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO),  რიგით მესამე სემინარი, სახელწოდებით -,,საექსპლოატაციო  მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია“ (PBN). სემინარი უპრეცედენტოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი იყო, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ამ შეხვედრის საყოველთაო მნიშვნელობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მთელი ინდუსტრიისათვის.

სამეთვალყურეო კოშკი ბათუმში

✈  ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი

2012 წელს ბათუმის სამეთვალყურეო კოშკის დიზაინი განახლდა – ფასადზე დამონტაჟდა ციფრული ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა გრაფიკული და ციფრული გამოსახულებების, რეკლამებისა და ტექსტების განთავსება. განახლებულმა დიზაინმა ტაუერი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახადა მსოფლიოში არსებულ სამეთვალყურეო კოშკურებს შორის.

✈  ICAO FPL 2012 ფორმატზე გადასვლა

2012 წლის 15 ნოემბრიდან მსოფლიომ ფრენის გეგმის ფორმატი შეცვალა. საქაერონავიგაციამ შეიძინა თანამედროვე გერმანული სისტემა “Comsoft”, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ახალ ICAO FPL 2012 ფორმატზე გადასვლა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია

✈  ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენცია საქართველოში

2012 წლის 30 აგვისტოდან 3 სექტემბერის ჩათვლით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ECAC-ის წევრ სახელმწიფოთა საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა რიგით სამოცდამეერთე შეხვედრას უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის ევროპული საავიაციო ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და მასში ორმოცდაოთხი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დირექტორი და წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების პირველი პირები იღებდნენ მონაწილეობას.

ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია

✈  ტავჯორჯიას“ ახალი პროექტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ახალი ასაფრენის ზოლის მშენებლობა დაიწყო, რისთვისაც 65 მილიონის ინვესტირებაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს F კოდი მიენიჭება და ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს. F კოდის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე წამყვან აეროპორტს აქვს, ამიერკავკასიაში კი პირველი ასეთი საფრენი ბილიკი სწორედ საქართველოში იქნება.

gcaa_logo_220x200

✈  მგზავრთა უფლებები

2012 წლის 1 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია „ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ’’ ნორმატიული აქტი წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის, მგზავრთა საყოველთაოდ აღიარებული  უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და პასუხობს შესაბამისი ევროპული რეგულაციებით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპრტი

✈  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. აეროპორტი თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. პირველი რეისი ავიაკომპანია WIZZ AIR -მა შეასრულა. განსაკუთრებულ ინტერესს აეროპორტის დიზაინი იმსახურებს. შენობა დაპროექტებულია ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის “UNSTUDIO”-ს მიერ. გამორჩეულია როგორც თვითონ ტერმინალი, ასევე ნავიგაციის სამეთვალყურეო კოშკურა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრიორიტეტია დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და საავიაციო ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა.

ევროკონტროლი -ლოგო

✈ ხელი მოეწერა მემორანდუმს, საქართველოს EUROCONTROL-ში გაწევრიანების შესახებ

მომდევნო წლებში საქართველო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მეორმოცე წევრი გახდება. მემორანდუმს ხელი ქალაქ ბრიუსელში 5 დეკემბერს მოეწერა. დღესდღეისობით საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია EUROCONTROL წარმოადგენს სამთავრობოთაშორის სამოქალაქო-სამხედრო ორგანიზაიცას.  იგი  მის პარტნიორებთნ ერთად, ორიენტირებულია ერთიანი ევროპის ცის დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ოცდამეერთე საუკუნისა და შემდგომი პერიოდისთვის აუცილებელ საჰაერო მოძრაობის მართვის განხორციელებას.

დატოვე კომენტარი