საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა ხდება

საქართველო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) წევრი გახდა. მემორანდუმს ხელი ქალაქ ბრიუსელში 5 დეკემბერს მოეწერა. ქართულ მხარეს მასპინძლობა EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ მაკმილანმა პირადად გაუწია. საქართველოდან ბრიუსელში იმყოფებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ირაკლი დავითაძე და „საქაერონავიგაციის’’ დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი.

ევროკონტროლი -ლოგო

დღესდღეისობით საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია EUROCONTROL წარმოადგენს სამთავრობოთაშორის სამოქალაქო-სამხედრო ორგანიზაიცას.  იგი  მის პარტნიორებთნ ერთად, ორიენტირებულია ერთიანი ევროპის ცის დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ოცდამეერთე საუკუნისა და შემდგომი პერიოდისთვის აუცილებელ საჰაერო მოძრაობის მართვის განხორციელებას.

EUROCONTROL უზრუნველყოფს რიგ მომსახურებებს საავიაციო საზოგადოების მიმართ, რაც ითვალისწინებს:

  • ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) პროგრამების სისრულეში მოყვანის განვითარებასა და კოორდინირებას;
  • საჰაერო მიმოსვლისა და სიმძლავრის მართვას;
  • საჰაერო ნავიგაციის საზღაურების მოგროვებას (CRCO);
  • საჰაერო სივრცის რეგიონალურ დონეზე კონტროლს;
  • ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) ახალი ტექნოლოგიებისა და პროცედურების დანერგვას;
  • საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებულ სწავლებას.

საქართველო EUROCONTROL-ის რიგით მეორმოცე წევრი გახდა.

Advertisements

One comment on “საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა ხდება

  1. სამოქალაქო და სამხედრო საჰაერო მიმოსვლის კონტროლის დაბალანსებული მართვის ერთიან ეროვნულ საკოორდინაციო ორგანოს შექმნას გაუმარჯოს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s