რა არის შავი ყუთი?

ალბათ ხშირად გსმენიათ შავი ყუთის შესახებ. რა ფუნქცია აქვს მას და რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი მისი აღმოჩენა ავიაკატასტროფის შემდეგ?

შავი ყუთის მთავარი დანიშნულება ინფორმაციის მიღებაა, ის ასახავს ყველა მოქმედებას, რომელიც ფრენის დროს განხორციელდა. ეს ინფორმაცია გვეხმარება გავიგოთ რამ გამოიწვია ავიაინციდენტი ფრენის დროს.

ავიაკატასტროფა

ფრენისას ჩამწერი აპარატი თავიდან პირველი თვითმფრინავის გამომგონებლებმა ძმებმა რაიტებმა გამოიყენეს, თუმცა შავი ყუთი, 50 წლის შემდეგ, ავსტრალიელმა დოქტორმა, დევიდ უორენმა გამოიგონა.

შავი ყუთი ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება FDR (ფრენის მონაცემთა ჩამწერი) და CVR (ხმის ჩამწერი). შავი ყუთი იწერს ინფორმაციას, როგორიცაა ფრენის ხანგრძლივობა, ქარის სიჩქარე, თვითმფრინავის მიმართულება და ა.შ.  მასშია ასევე ჩაწერილია მფრინავის საუბარიც.

ჩამწერი აპარატურა მოთავსებულია ყუთში, რომელსაც ეწოდება CSMU (Crash Survivable Memory Unit) – ის არის ძალიან ძლიერი და რეზისტენტული მასალისაგან დამზადებული და უვნებელი რჩება ავიაკატასტროფის შემდეგ. მასალა, რომლითაც ის დამზადებულია უძლებს 1.100°  ტემპერატურას 1 საათის განმავლობაში და არ ზიანდება წყალში 30 დღის მანძილზე. შავი ყუთი ასევე აღჭურვილია სისტემით, რომელიც გამოსცემს ულტრაბგერით ხმოვან სიგნალს.

შავი ყუთი

რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა, თუკი შავი ყუთი დამზადებულია მასალისაგან, რომელიც არ ზიანდება, მაშინ, რატომ არ არის დამზადებული თვითმფრინავი ასეთივე მასალისაგან, იმისათვის, რომ მგზავრები დაცულები იყვნენ. რომ არ ვიკამათოთ იმაზე, გადარჩებოდნენ თუ არა მგზავრები სიმაღლიდან დაცემისას ამ შემთხვევაშიც კი, არის მეორე წინააღმდეგობა, – თვითმფრინავი საერთოდ ვერ იფრენდა ასეთი მძიმე მასალისაგან რომ იყოს დამზადებული.

რაც შეეხება პროცედურებს, როცა ავიაკატასტროფის შემდეგ შავ ყუთს აღმოაჩენენ, მას დაუყოვნებლივ აგზავნიან ნეიტრალურ ორგანიზაციებთან. შემდეგ მას შიფრავენ და აანალიზებენ. გაშიფვრა არ მოითხოვს დიდ დროს, თუმცა ანალიზი, იმდენად, რამდენადაც ავიაციის უამრავი ექსპერტია ჩართული ამაში, ერთ კვირას და ზოგჯერ მეტ დროსაც მოითხოვს.

ავიაკატასტროფა

და ბოლოს უნდა ავღნიშნოთ, რომ შავი ყუთი არ არის შავი ფერის, ის ნარინჯისფერია. მას შავს იმიტომ უწოდებენ, რომ მასში გასაიდუმლოებული ინფორმაცია ინახება. ნარინჯისფერი კი იმიტომაა, რომ ეს ფერი ადვილად აღსაქმელი ფერია და ადვილად მოხდეს მისი აღმოჩენა.

წყარო: http://libraryvirtual.com

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s