პირველი ქართველი ავიატორი

-„აკი გეუბნებოდი, საქართველოშიც იფრენს თვითმფრინავი!“

ბესარიონ ქებურია (1870 – 1957) პირველი ქართველი ავიატორია. 1908 წელს მან თვითონვე ააგო პლანერი და სატესტო ფრენებიც განახორციელა საბურთალოს მთებიდან. საავიაციო განათლება მან პარიზში მიიღო და მსოფლიოში რიგით 209-ე მფრინავი გახდა. 1909 წელს ეიფელის კოშკის გარშემო პირველ ფრენას ესწრებოდა და არსებობს ვარაუდი, რომ თავადაც ერთ-ერთმა პირველმა შემოუფრინა მას.

პირველი ქართველი ავიატორი

 

1910 წელს კი თბილისში, დიდუბის იპოდრომიდან პირველად აიჭრა საქართველოს ცაში.

საქართველოში ფრენის ფაქტს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. – ზოგი ამბობდა ეშმაკეულიაო, ზოგი გაოგნებული იყო, ზოგიც შეშინებული, თუმცა ქებურიას არაფრის გამო უკან არ დაუხევია და ფრენა არ შეუწყვიტავს.

-„ხომ გავფრინდი!“ – უთქვამს საავადმყოფოში მომხვდარს ერთ-ერთი პაციენტისათვის  – “აკი გეუბნებოდი, საქართველოშიც იფრენს თვითმფრინავი!“

პირველი ქართველი ავიატორი

 

ბესარიონ ქებურია 1957 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ისტორიაში შევიდა, როგორც ამიერკავკასიის ავიაციის ფუძემდებელი.  მის სახელს უკავშირდება პირველ ქართველ მფრინავთა თაობების აღზრდა, აეროდრომების მშენებლობა და ზოგადად ამ სფეროს განვითარება რეგიონში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s