“კონკორდის” ისტორია

ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი „კონკორდი“ ბრიტანელი და ფრანგი ინჟინრების თანამშრომლობის წყალობით შეიქმნა. ამიტომაც დაერქვა მას ეს სახელი, რაც ქართულად თანხმობას, ჰარმონიას, ერთობას ნიშნავს.

ფრანგულ-ბრიტანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარმოებული 20 ავიალაინერი ავიაკომპანიებმა – “ეარ-ფრანსმა” და “ბრითიშ ეარვეისმა” – შეისყიდეს. უნიკალური დიზაინის თვითმფრინავის ფრენის სიჩქარე 2 150 კმ/სთ-ს შეადგენდა, რაც ორჯერ აღემატებოდა ბგერის სიჩქარეს, ფრენის სიმაღლე კი 18 კმ-ზე მეტი იყო. ის ისე სწრაფად დაფრინავდა, რომ ხახუნი იწვევდა მის გახურებას და 62 მეტრი სიგრძის თვითმფრინავი ჰაერში დაახლოებით 24 სმ-ით იჭიმებოდა.

ავიალაინერი კონკორდი

კონკორდის პირველი სატესტო ფრენა 1969 წელს განხორციელდა, ხოლო კომერციული რეისების შესრულება 1976 წლის იანვრიდან დაიწყო.
კონკორდმა თავისი არსებობის ისტორიაში დაახლოებით ოთხი მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც არც თუ ისე ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ავიალაინერი წარმატებულ მოდეალდ ითვლებოდა, კომერციულად ის არამომგებიანი იყო. თვითმფრინავი არაეკონომიური გახლდათ, რის გამოც ბილეთის ფასი ძალიან მაღალი იყო. გარდა ამისა, მასზე შეერთებულ შტატებში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, რის მიზეზადაც ხმაური დასახელდა.

„კონკორდის“ არსებობის ისტორიაში ერთადერთი ავიაკატასტროფა მოხდა, 2000 წლის 25 ივლისს შარლ დე გოლის სახელობის პარიზის აეროპორტიდან აფრენის დროს ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რომლის დროსაც დაიღუპა 113 ადამიანი, მათ შორის 4 — ხმელეთზე. ამის შემდეგ, აიკრძალა მისი ფრენა და დაიწყო მიზეზების შესწავლა თვითმფრინავის მოდერნიზაციისთვის.

2001 წელს გაუმჯობესებული კონკორდი ისევ შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა 11 სექტემბრის ტერაქტის, ასევე მომსახურების სიძვირისა და მგზავრთა რაოდენობის შემცირების გამო მათი ექსპლუატაცია წამგებიანი გახდა. 2003 წელს კონკორდი ექსპლუატაციიდან მოხსნეს. ბოლო რეისები 24 ოქტომბერს განხორციელდა. კონკორდმა მსოფლიო ავიაციის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. დღესდღეობით მისი ხილვა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია შესაძლებელი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s