2004-დან …

საქაერონავიგაცია ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ფრენებს უკიდეგანო სივრცეში აწესრიგებს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც თითოეული მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებაზე  საჰაერო სივრცეში ხმელეთიდან ზრუნავს… ეს ის ორგანიზაციაა, რომლის კომპეტენტურობაზე და მოწესრიგებულობაზე შეიძლება ითქვას თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლეა დამოკიდებული… და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ საქაერონავიგაციის მნიშვნელობაზე (რაშიც დარწმუნებული ვარ ყველა თქვენთაგანმა კარგად იცით), მინდა იმ განვლილი ეტაპების შესახებ მოგითხროთ, რაც საქაერონავიგაციამ და მისმა გუნდა ბოლო 8 წლის განმავლობაში განვლო.

… თუმცა 2004 წლამდეც არსებობდა რათქმაუნდა საქაერონავიგაცია, არსებობდა და იგივე მისია ჰქონდა, მისია-რომელისაც იგი პოსტ საბჭოული სისტემებითა და საბჭოური სტანდარტებით ასრულებდა (მაშინ ხომ ყველგან ასე იყო).

ვარდების რევოლუციის შემდეგ როგორც იცით ყველაგან და ყველაფერი შეიცვალა-შეიცვალა საქაერონავიგაციის ხელმძღვანელობაც, და მოვიდა ახალი გუნდი. გუნდი, რომელმაც ძველ კადრებთან ერთად ახალი ერის შექმნა დაიწყო…

ის პერიოდი ორგანიზაციისთვის ერთგვარი გარდატეხა იყო, გარდატეხა-სადაც მეთაურის ძალისხმევაზე და შემართებაზე იყო თითქმის ყველაფერი დამოკიდებული, გარდატეხა-რომლის შედეგიც თითოეული თანამშრომლისთვის თუ მოქალაქისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი იყო.

ახალ გუნდს გიორგი კარბელაშვილი ხელმძრვანელობდა. სწორედ მისი და მისი გუნდის ინიციატივებითა და ძალისხმევით საქაერონავიგაცია ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პერსპექტიულ, მოთხოვნად და წარმატებულ ორგანიზაციად საქართველოში.
გიორგი კარბელაშვილის ინიციატივით დაიწყო ცვლილებების ყველა დონეზე განხორციელება. მოხდა კადრების მასობრივი გადაზადება და ახალი კადრების აყვანა, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან  გათანაბრება, უამრავი ახალი სანავიგაციო მოწყობილობების შეძენა და ინსტალაცია.

საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი ახალი სისტემებით აღიჭურვა. წარმატებით განხორციელდა RVSM-რომელმაც დამატებით 6 ფრენის ეშელონით უზრუნველყო საქ-ოს საჰაერო სივრცე, ეს კი ფრენების ინტენსივობას საგრძნობლად ზრდის.

საქ-ოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში დამონტაჟდა ახალი ლოკატორები, რამაც კონტროლირებად ტერიტორიებზე ორმაგი დაფარვის საშუალება მოიცა.

ასევე 2008 წელს რუსების მიერ განადგურებული სამოქალაქო ავიაციის რადარისა და სანავიგაციო მოწყობილობების ახლით ჩანაცვლება იმავე წელს უსწრაფეს პერიოდში განხორციელდა.

მთლიანად შეიცვალა თბილისის აეროპორტის ასაფრენ დასაფრენი ბილიკის შუქ-ტექნიკური სისტემები.

განხორციელდა ახალი ციფრული რადიოსადგურების შეძენა და მონტაჟი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო საჰაერო-სახმელეთო ორმხრივ კავშირს.

შეიქმნა ბილინგის ახალი სისტემა, რომელიც ევროკონტროლის ფორმულის მიხედვით განხორციელდა. ტარიფები შიდა ფრენებისთვის უფრო დაბალი გახდა, ვიდრე საქ-ოს ფარგლებს გარეთ.

ბათუმში აშენდა სრულიად ახალი და თანამედროვე დიზაინის სამეთვალყურეო ტაუერი, რომელიც ყველა იმ სისტემებითა და სერვისებით აღიჭურვა, რაც აუცილებელია საკურორტო ქალაქისთვის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის.

ასევე მესტიაშიც აშენდა სრულიად ახალი სვანური კოშკის დიზაინის აეროპორტი და სამეთვალყურეო კოშკურა, და აღიჭურვა შესაბამისი სერვისებით.

მოხდა ქუთაისის აეროპორტის სრული რეკონსტრუქცია- ახალი სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობა, რომელიც თავისი სიმაღლით ტაუერების რიგებში მეხუთე იქნება მსოფლიოში.

საქ-ოს ყველა აეროპორტი აღჭურვილია ILS-ით, ინსტუმენტალური დაფრენის სისტემით, რომლის საშუალებით საჰაერო ხომალდს ავტომატურ რეჟიმში შეუძლია განახორციელოს ზუსტი დაფრენა, რაც საგრძნობლად ამაღლებს დაფრენის უსაფრთხოების დონეს.

წლების მანძილზე ხორციელდებოდა სრულიად ახალი კადრების აყვანა და გადამზადება ევროპის წამყვან სასწავლებლებში, რომლის ხარჯებს საქაერონავიგაცია სრულად ფარავდა. ამის შედეგად დღეს საქაერონავიგაციას დაახლოებით 60 ახალი ავიამეთვალყურე ჰყავს. ასევე სხვა სამსახურებშიც მოხდა კადრების აყვანა და გადამზადება, რომლებიც არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის რეგიონებშიც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.

ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობას ICAO-სთან, EUROCONTROL-თან, IATA-სთან, ECAC-თან, და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ ორგანიზაციების პირველი პირები არაერთხელ იმყოფებოდნენ საქართველოში და მიმდინარე ტენდენციებს უმაღლესი შეფასება მისცეს. ასევე ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელობით საქ-ში რამოდენიმეჯერ სამუშაო შეხვედრებიც კი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეს ის ზედაპირული და მოკლე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ყველა პროექტების დეტალური ჩამოთვლისთვის ალბათ ოცი ერთეული გვერდი არ იქნება საკმარისი, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რო ამ მოკლე ჩამონათვლის უკან 100-ჯერ უფრო მეტი პროექტია განხორციელებული.

შედეგად დღეს საქაერონავიგაციას აქვს ათჯერ უფრო უსაფრთხო სისტემები ვიდრე ადრე, დახვეწილი სტრუქტურა, ახალი სამეთვალყურეო კოშკურები, კადრების ორმაგი რაოდენობა რეგიონების ჩათვლით, ფრენების უპრეცედენტო ზრდა ბოლო წლების განმავლობაში და რაც მთავარია-უსაფრთხო ცა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s