ვარსკვლავები ავიაციაში

მსოფლიოში ყველასათვის ცნობილი მსახიობები და მომღერლები, პროფესიიდან გამომდინარე, ბევრს მოგზაურობენ. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არამხოლოდ მგზავრის ამპლუაში გვევლინება ფრენისას, არამედ თავად მართავს თვითმფრინავს. ჩვენ გთავაზობთ იმ ვარსკვლავთა ჩამონათვალს, რომელთაც პილოტის ლიცენზია გააჩნიათ:

პილოტიტომ კრუზი – მსახიობმა პილოტის ლიცენზია 1994 წელს მიიღო. მას 4 თვითმფრინავი ჰყავს და სიამოვნებით მართავს მათ დროდადრო.

ჰარისონ ფორდი – ჰოლივუდის ლეგენდა, ინდიანა ჯონსის როლის შემსრულებელი ჰარისონ ფორდი მართავს როგორც სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებს, ასევე ვერტმფრენსაც. მისი საყვარელი თვითმფრინავი de Havilland Canada DHC-2 Beaver-ია.  ჰარისონ ფორდი საავიაციო ორგანიზაციის Wings of Hope-ის საპატიო წევრია.

პილოტი ვარსკვლავები
კურტ რასელი – ჰარისონ ფორდის მსგავსად, კურტ რასელიც ორგანიზაცია Wings of Hope-ის საპატიო წევრია. მას პილოტის ლიცენზია 1992 წლიდან აქვს.

ჯონ ტრავოლტა – ვარსკვლავებს შორის ტრავოლტა ავიაციის მიმართ თავისი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. ის ლიცენზირებული პილოტი და 5 კერძო თვითმფრინავის მფოლობელია. მათ შორისაა Boeing 707-ც.
პილოტის ლიცენზია

პილოტი

მორგან ფრიმენი – მსახიობი ახალგაზრდობაში საჰაერო ძალების სამსახურში მუშაობდა, თუმცა პილოტის ლიცენზია 65 წლამდე არ მიუღია. ფრიმენს რამდენიმე თვითმფრინავი ჰყავს, მათ შორის Cessna 414.

ცნობილი ადამიანები ავიაციაში

დევიდ გილმორი – ლეგენდარული ჯგუფის, Pink Floyd-ს გიტარისტს, დევიდ გილმორს საკუთარი ავიაციის მუზეუმი ჰქონდა, – Intrepid Aviation, რომელიც მან მაშინ გაყიდა, როცა კოლექციამ კომერციული მოგება მოუტანა მას. გილმორმა მხოლოდ პატარა თვითმფრინავი დაიტოვა, რომლითაც, როგორც თვითონ ამბობს, ცაში დაეხეტება ხოლმე.

ანჯელინა ჯოლი – მსახიობმა პილოტის ლიცენზია 2004 წელს მიიღო. ჯოლის საკუთრებაშია თვითმფრინავი Cirrus SR22, რომლითაც მას საათში 483 კილომტერი სიჩქარე შეუძლია განავითაროს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s