მსოფლიო ავიაცია ცვლილებისთვის ემზადება

მსოფლიო ავიაცია 15 ნოემბრისთვის ემზადება. ეს სწორედ ის თარიღია, როდესაც ფრენის გეგმის (FPL) მონაცემები უნდა შეიცვალოს. (ფრენის გეგმა: სრული ინფორმაცია კონკრეტული ფრენის შესახებ-რეისის ნომერი, თვითმფრინავის ტიპი, სიჩქარე, მიმართულება, მოწყობილობები და სხვა)

თანამედროვე სანავიგაციო მოწყობილობები, რომლებიც დღეს საჰაერო ხომალდებს გააჩნია, იმდენად დაიხვეწა რომ მისი სრულად გადმოცემა ფრენის გეგმაში შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ ICAO-მ შეიმუშავა ახალი ICAO FPL 2012 ფორმატი, სადაც უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი ყველა ყველა იმ მოწყობილობების სრულად მითითება, რითაც საჰაერო ხომალდი არის აღჭურვილი. ცვლილება ასევე შეეხო ფრენის გეგმაში არსებულ სხვა პუნქტებსაც. წლების მანძილზე მიმდინარე დაკვირვებებმა აუცილებელი გახადა ფრენის გეგმიდან ზოგი რამ სრულად ამოღებული, ზოგიც შეცვლილი ან დამატებულიყო.

ფრენის გეგმა აუცილებელი არის ავიამეთვალყურეებისთვის საჰაერო ხომალდთან მუშაობის დროს. ავიამეთვალყურე ინფორმირებული უნდა იყოს კონკრეტული ფრენის სრული მონაცემების შესახებ-რა ტიპისაა თვითმფრინავი, საიდან სად მიდის, რომელი ყვეყნების ზონები უნდა გადაკვეთოს, რა სახის ფრენა სრულდება და ა.შ.

ფრენის გეგმებთან უშუალოდ ბრიფინგ ოფისი მუშაობს. სწორედ ამიტომ ბათუმისა და ქუთაისის ბრიფინგ ოფიცრებისთვის 22 სექტემბერს ჩატარდა მორიგი პრეზენტაცია FPL 2012 ცვლილებების შესახებ. ანალოგიური პრეზენტაციის ჩატარება მომდევნო კვირას თბილისის ბრიფინგშიც იგეგმება. თანამშრომლები გაეცნენ ICAO FPL 2012 ძირითად ცვლილებებს, ასევე იმას, თუ როგორ იმუშავებს ახალი ფრენის გეგმა საქართველოში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქაერონავიგაცია უკვე მზადაა უპრობლემოდ დაამუშავოს ახალი ფრენის გეგმა და მიაწოდოს მომხმარებლებს ფრენების უსაფრთხოებისა და რეგულარობისთვის.

Advertisements

One comment on “მსოფლიო ავიაცია ცვლილებისთვის ემზადება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s