ევროპის სამოქალაქო ავიააციის კონფერენცია საქართველოში

30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველო ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრ სახელმწიფოთა საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა რიგით სამოცდამეერთე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა.

ECAC-ის დირექტორთა სპეციალური შეხვედრა ყოველწლიურად იმართება, რომლის ფარგლებში ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და უშიშროების სფეროში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენები განიხილება. საქართველო ECAC-ის წევრი 2005 წლიდან გახდა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა. შემდეგ კი ვრცელი მოხსენებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ირაკლი დავითაძე გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა ავიაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალური მდივანი რაიმონდ ბენჟამინი,  ICAO-ს პარიზის ბიუროს რეგიონალური დირექტორი ლუის ანტონიო ფონსეკა დე ალმეიდა, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) აღმასრულებელი დირექტორი პატრიკ გუდუ, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (Eurocontrol) გენერალური დირექტორი დევიდ მაკმილანი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის სიმ კლასის კაბინეტის ხელმძღვანელი ჰენრიკ ჰოლოლეი და ევროკომისიის მობილურობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორიატის საჰაერო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი მეთიუ ბოლდვინი.

დირექტორები საქართველოში 3 სექტემბრის ჩათვლით დარჩებიან. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ICAO-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s