ბრიფინგ ოფიცრების გადამზადება ევროპაში

12 აგვისტოს ქუთაისის ახალი აეროპორტისათვის შერჩეული ადგილობრივი კადრების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო. ბრიფინგ ოფიცრები ინტენსიური გადამზადების კურსს გადიან ევროპის ერთ-ერთ აღიარებულ საავიაციო სასწავლებელში- “CANI – Czech Air Navigation Services”-ში ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ – პრაღაში.

აღნიშნული გადამზადების კურსი საერთო ჯამში შეადგენს ქუთაისის და ბათუმის ბრიფინგ ოფიცრებისათვის განკუთვნილ სწავლების მეორე ეტაპს. ტრენინგ კურსი მოიცავს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის, ბრიფინგ-ნოტამ ოფისის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩეხეთის სააერნაოსნო ინფორმაციის მართვის სამსახურში. მისი ხანგრძლივობა ოთხი კვირით არის განსაზღვრული და სილაბუსი სრულად არის მორგებული სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ევროპულ სტანდარტებს.

თეორიული კურსი ჩეხეთის დედაქალაქში მიმდინარეობს, ხოლო პრაქტიკული კურსი ბრნოსა და ოსტრავაში ჩატარდება. საბოლოო ტესტირების საფუძველზე, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ქუთაისის და ბათუმის ბრიფინგ ოფიცრებს ევროპული სერტიფიკატები გადაეცემათ.

სტუდენტების სწავლების, გზის და ცხოვრების ხარჯებს საქაერონავიგაცია უზრუნველყოფს. კურსის დასრულების შემდეგ კანდიდატები ქუთაისის ახალ სამეთვალყურეო კოშკში შესაბამის თანამდებობაზე დასაქმდებიან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s