ქუთაისის აეროპორტში დასაქმებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ქუთაისში ჩავიდნენ და იმ კონკურსანტებს შეხვდნენ, რომლებმაც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა და მას კონკურსში გამარჯვებული უკლებლივ ყველა პრეტენდენტი ესწრებოდა. ვერა ქობალიამ და გიორგი კარბელაშვილმა ქუთაისის აეროპორტის მომავალ თანამშრომლებს წარმატება მიულოცეს და მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.

“გარწმუნებთ, რომ ქუთაისის მშენებარე აეროპორტი, სადაც თქვენ უნდა დასაქმდეთ, იქნება მსოფლიოს ძალიან ბევრ თანამედროვე აეროპორტებს შორის განსაკუთრებულად გამორჩეული სილამაზით, არქიტექტურული სიახლეებით, ნავიგაციისა და უსაფრთხოების სისტემებით და როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონალური მნიშვნელობით, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დღეიდანვე, ყოველდღიურად შეიკრიბეთ და მიდით აეროპორტში, გაეცანით მშენებლობის დეტალებს და უშუალოდ ჩაერთეთ იქ მიმდინარე პროცესებში, დასვით კითხვები და აქედანვე შეისწავლეთ ყველაფერი, რაც აუცილებლად გამოგადგებათ წარმატებისთვის მომავალ საქმიანობაში” – განუცხადა გიორგი კარბელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს.

ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრის შემდეგ ვერა ქობალია და გიორგი კარბელაშვილი, კონკურსში გამარჯვებულებთან ერთად, აეროპორტში გაემგზავრნენ და ერთობლივად დაათვალიერეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s