საქაერონავიგაციის მასპინძლობით ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა

2012 წლის 9 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით შპს ,,საქაერონავიგაციის’’ მასპინძლობით, თბილისში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO)  რიგით მესამე სემინარი გაიმართა, თემაზე ,,საექსპლოატაციო  მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია“. სემინარი უპრეცედენტოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი იყო, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ამ შეხვედრის საყოველთაო მნიშვნელობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მთელი ინდუსტრიისათვის.

Image

აღნიშნული სემინარი წარმოადგენს ,,გლობალური სააერნაოსნო გეგმის’’ ინიციატივის ნაწილს.   იგი ხელს უწყობს ფრენის ოპტიმალური მარშრუტის არჩევას და მოქნილობის უფრო მაღალ დონეს, რაც ამცირებს საფრენ მანძილს, დანახარჯსა და შესაბამისად აუმჯობესებს ფრენების უსაფრთხოებას და ეკოლოგიურ მდგომარეობას, უზრუნველყოფს თანამედროვე სანავიგაციო მოთხოვნების ჰარმომიზაციას და ქმნის  ნავიგაციის არსებული და სამომავლო ტექნოლოგიების დანერგვის პლატფორმას.

Image

სემინარს 17 ქვეყნის 50-დე წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ახალ სტანდარტებსა და გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის  საკუთარი გამოცდილება. სტუმრები აღფრთოვანებულნი დარჩნენ როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროს, ასევე ზოგადად მთელი ქვეყნის ბოლო წლების მიღწევებითა და განვითარებით.

Image

Image

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s