ICAO-ს რიგით მესამე სემინარი საქართველოში

2012 წლის 9 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით შპს ,,საქაერონავიგაციი’’-ს მასპინძლობით ქ. თბილისში იმართება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO), რიგით მესამე სემინარი, სახელწოდებით -,,საექსპლოატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია“ (PBN). სემინარი უპრეცედენტოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ამ შეხვედრის საყოველთაო მნიშვნელობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მთელი ინდუსტრიისათვის.

საექსპლოატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია წარმოადგენს ,,გლობალური სააერნაოსნო გეგმის ’’ ინიციატივის ნაწილს, ხელს უწყობს საჰაერო სივრცის წვდომადობისა და მოქნილობის უფრო მაღალ დონეს და აუმჯობესებს ფრენების უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობას, უზრუნველყოფს თანამედროვე სანავიგაციო მოთხოვნების ჰარმომიზაციას და შესაბამისი სარგებლის მისაღებად ქმნის ზონალური ნავიგაციის არსებული და სამომავლო ტექნოლოგიების დანერგვის პლატფორმას.

სემინარს დაესწრება 17 ქვეყნის 50-დე წარმომადგენელი. მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაეცნონ ახალ სტანდარტებს და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება. სემინარის თავმჯდომარე იქნება ბ-ნი ელხან ნაჰმადოვი – ICAO-ს რეგიონალური ოფიცერი საჰაერო ნავიგაციის სისტემების განხორციელებაში.

მონაწილე ქვეყნები: ლატვია, საუდის არაბეთი, სომხეთი, შვეიცარია, უკრაინა, აზერბაიჯანი, ესტონეთი, სერბეთი, ყირგიზეთი, პოლონეთი, ყაზახეთი.
ორგანიზაციები:
Lufthansa, Eurocontrol, IAC ,ICAO.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s