ავიამეთვალყურის 12 პიროვნული მახასიათებელი

ავიამეთვალყურეები თითქმის სუპერ-ადამიანები არიან. ისინი ყოვედღიურად უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხო მგზავრობას საჰაერო სივრცეში. ამ  საპასუხისმგებლო საქმის წარმატებით შესრულება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ვისაუბრეთ ცოდნასა და პრაქტიკულ ტრეინინგზე, თუმცა  რა თქმა უნდა არც ეს  არის საკმარისი. იმისათვის რომ ავიამეთვალყურემ წარმატებით უზრუნველყოს უსაფრთხო ფრენა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი პიროვნული თვისებები და მახასიათებლები.

არსებობს რამდენიმე მახასიათებელი რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ავიამეთვალყურის შერჩევისას:

  1. სივრცითი ცნობიერება – სამ-განზომილებიანი მენტალური სურათის სწრაფად აგების უნარი, სადაც ავიამეთვალყურემ უნდა განსაზღვროს თვითმფრინავების ერთმანეთთან მიმართება, გაითვალისწინოს და თავიდან აირიდოს პოტენციური შეუთანხმებლობა მათ შორის.
  2. სინქრონული მუშაობის კომპეტენცია – მრავალამოცანიანი რეჟიმი საჰაერო კონტროლიორისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა: ისინი ერთდროულად რამდენიმე ამოცანას ასრულებენ. რაც, დამეთანხმებით, არც ისე ადვილია.
  3. სრულყოფილი მეხსიერება – ავიამეთვალყურის საქმიანობა ითხოვს როგორც შორეული, ისე ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების დამახსოვრებას. საჰაერო სივრცის მართვისას მრავალი ამოცანის არსებობის გამო იზრდება ყურადღების ადვილად გაფანტვის ალბათობა, რაც ხშირად ხელს უშლის მახსოვრობის შენარჩუნებას.
  4. უფლებამოსილი პირების და წესების პატივისცემა – ავიაცია მკაცრად რეგულირებადი ინდუსტრიაა, რაც უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის ითხოვს წესებისადმი ერთგულებას. ეს დადგენლი წესები წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილების და საყოველთაოდ აღიარებული სიბრძნის შერწყმის შედეგია და თავისთავად აღემატება ერთი ადამიანის სუბიექტურ განსჯას. ამ წესების მიმართ პატივისცემა ავიამეთვალყურის უდიდესი დადებითი თვისებაა.
  5. სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი – ავიამეთვალყურეებს იმაზე სწრაფად აზროვება უნდა შეეძლოთ, ვიდრე თვითმფრინავი დაფრინავს. კრიტიკულ სიტუაციაში ხშირად სწორედ მეთვალყურეზეა დამოკიდებული კატასტროფის თავიდან აცილება.
  6. პირადი უფლებამოსილების ეფექტური განხორციელება – სიტყვა “ მეთვალყურეს“ მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როდესაც ავიამეთვალყურე ეფექტურად იყენებს თავის ავტორიტეტს. პერსონალური სიმტკიცე იწვევს თანამშრომლებში პატივისცემის მოპოვებას და პილოტებს აძლევს უფრო დიდ თავდაჯერებას საკუთარ უნარებში. თუმცა ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, მას შეუძლია უხეშად მიმართოს ვინმეს.
  7. ყურადღების გამახვილება დეტალებზე – „არასდროს ივარაუდო, –  განსაზღვრე“ ეს არის ფრაზა, რომელიც ავიამეთვალყურეებს გამუდმებით ესმით და რაც დეტალების სწორად აღქმის სინონიმია. როგორც გადაწყეტილების ნელმა  მიღებამ, ასევე დეტალების დანახვის შემდეგ ნაადრევი დასკვნების გამოტანამაც შეიძლება მიიყვანოს თვითმფრინავი კატასტროფულ შედეგებამდე.
  8.  მხედველობის კოორდინაცია – სცადეთ აბა ამ უნარის გარეშე ვიდეო-თამაშის თამაში… შედეგად თქვენ რა თქმა უნდა,  დამარცხდებით. თვითმფრინავის მართვა ჩახლართულ, კოლპლექსურ ვიდეო-თამაშს გავს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ სინამდვილეში თქვენზე დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და მილიონობით დოლარის ღირებულების ტექნიკა. მეთვალყურეები ვიზუალური მხედველობის უნარს ეყრდნობიან  ტრანსპორტის მიმოსვლის დაკვირვების და  მიღებული ინსტრუქციების შესაბამისი ანალიზისას.
  9. გუნდური მუშაობის უნარი – „ჯაჭვი იმდენად ძლიერია, რამდენადაც მისი ყველაზე სუსტი წერტილი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ავიამეთვალყურეები უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ვალდებულნი არიან ერთმანეთთან ჰარმონიაში იმუშაონ.  ერთმა შეცდომამ ჯაჭვური რეაქციით შეიძლება გამოიწვიოს უდიდესი პრობლემები. ამიტომ გუნდური მუშაობის უნარი მათთვის უმნიშვნელოვანესია.
  10. იმედგაცრუების მიმართ ტოლერანტობა – სათქმელად ადვილია, გაკეთება კი რთული, მაგრამ ავიამეთვალყურეებს  არ შეუძლიათ უფლება მისცენ სხვადასხვა პირად თუ გარემო ფაქტორებს მუშაობის პროდუქტიულობაში ხელი შეუშალონ. როდესაც მეთვალყურე შედის თავის დანაყოფში, ის ზურგს უკან ტოვებს საკუთარ გაღიზიანებას, იმედგაცრუებას და ახორციელებს დავალებებს ზუსტად ისე, თითქოს გარე სამყარო არც არსებობს.
  11. ემოციური სტაბილურობა – ხშირად ემოციები ჩრდილავენ ობიექტურ განსჯას, რასაც ავიამეთვალყურე უნდა ერიდოს. ისევე, როგორც ცუდ ხასიათზე ყოფნა, სხვა ხელის შემშლელი ემოციებიც უნდა დარჩეს კონტროლიორის კაბინის კარებს მიღმა.
  12. კრიტიკისადმი გახნილობა – გარე თვითმხილველი უფრო კარგად ხედავს არასწორ ნაბიჯებს და შეცდომებს, რომელიც შესაძლოა მეთვალყურემ დაუშვას, მაგრამ ის მზად უნდა იყოს  ჯანსაღი კრიტიკის მისაღებად. ავიამეთვალყურეები ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს-ასე რომ, ჭკვიანურია სხვისი აზრის გათვალისწინების კულტურის დანერგვა.

ეს არასრული ჩამონათვალია  იმ თვისებებისა  და მახასიათებლების, რაც  უნდა გააჩნდეს ავიამეთვალყურეს. თუ თქვენ აღმოაჩენთ კიდევ სხვა ღირებულებებს, მოხარული ვიქნებით კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი აზრი.

წყარო: http://waynefarley.com/aviation/2010/09/13-characteristics-of-an-air-traffic-controller/

ავტორი: მარი მელქაძე

Advertisements

One comment on “ავიამეთვალყურის 12 პიროვნული მახასიათებელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s