ბრიფინგ ოფიცრების მომზადება ქუთაისისთვის

ქუთაისის ახალი სამეთვალყურეო კოშკურისთვის შერჩეული ადგილობრივი კადრები მომზადებას ბათუმში გადიან. ბრიფინგ ოფიცრების ტრეინინგისთვის მომზადებული სამეცადინო გეგმა, რომელიც ევროკონტროლის ტრეინინგ გეგმის მიხედვით მომზადდა თითქმის სრულდება. გარკვეული თემების გავლის შემდეგ კანდიდატებს ჩაუტარდათ ტესტირებები, იმის გასარკვევად თუ რამდენად გასაგები იყო ესა თუ ის საკითხი მათთვის.

ბათუმში ტრეინინგებს საქაერონავიგაციის სპეციალისტები ატარებენ სხვადასხვა სამსახურებიდან: სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური, საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახური, ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური (სანავიგაციო მოწყობილობები), ხარისხის მართვის სამსახური და ა.შ.

ტრეინინგ გეგმაში გაწერილი საკითხების ამოწურვის შემდეგ კანდიდატები მივლინებულები იქნებიან რიგის საავიაციო სასწავლებელში ერთთვიანი კურსის გასავლელად.

სწავლის, მგზავრობის და საცხოვრებელ ხარჯებს საქაერონავიგაცია უზრუნველყოფს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s