ტრეინინგი პროფესიონალიზმისათვის – პროფესინალიზმი უსაფრთხოებისათვის

მიუხედავად იმისა, რომ პილოტისა და ავიამეთვალყურის ფუნქციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მათ ერთი მთავარი მისია აერთიანებთ – ეს არის უსაფრთხოება. მეტიც, ავიაციის სფეროში მომუშავე ნებისმიერი თანამშრომლისათვის, აეროპორტების თანამშრომლებისათვის და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისათვის ფრენის უსაფრთხოება კვლავ და კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია. უსაფრთხოებას კი უმაღლესი ტექნოლოგიები და  პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს. პროფესიონალიზმი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: პიროვნული თვისებები, ცოდნა, გამოცდილება. ამ პოსტში სწორედ ავიამეთვალყურეთა გამოცდილებაზე – პრაქტიკულ ტრეინინგზე,  გვექნება საუბარი.

პილოტები და მეთვალყურეები მუდმივ წვრთნას გადიან იმისათვის, რომ მოულოდნელი სტრესული სიტუაცია, სადაც უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, მათთვის სულაც არ აღმოჩნდეს უცხო, დამაბნეველი და საბოლოოდ დამღუპველი. ანუ „მოულოდნელი“ მათთვის „მოსალოდნელად“ იყოს აღქმული. ეს კი, დამეთანხმებით არც ისე ადვილია. ხშირად, თეორიული მასალა, არსებული შემთხვევების განხილვა, პრეზენტაციები და მოკლემეტრაჟიანი სასწავლო ფილმები არაა საკმარისი ავიამეთვალყურის პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის.

ეს დაახლოებით იგივეა, რომ მიიღო მონაწილეობა ავტორბოლაში და ავტომობილის თუნდაც სრულყოფილი, მაგრამ მხოლოდ თეორიული ცოდნა გქონდეს. წარმოიდგინეთ მეთვალყურე, რომელიც რეალურ სტრესულ სიტუაციაში წიგნებში იწყებს ძებნას როგორ მოიქცეს ან ლექციაზე განხილულ შემთხვევას იხსენებს. თეორიული ცოდნით ავიადისპეჩერი ისწავლის რა უნდა მოიმოქმედოს ამა თუ იმ დროს, მაგალითად, ვის უნდა დაურეკოს ძრავში ფრინველის გაჭედვის შემთხვევაში, რა ზომებს უნდა მიმართოს თუკი ძრავს ცეცხლი გაუჩნდება და ა.შ. მაგრამ რეალურ სტრესულ სიტუაცია პრაქტიკული გამოცდილების გარეშე, სავარაუდოდ მისთვის მაინც მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდება.

სწორედ ამიტომ, ავიამეთვალყურეებისათვის უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული სწავლება, ანუ ტრეინინგი სიმულატორზე. ამ შემთხვევაში, ისინი, ხელოვნურად შექმნილ სიტუაციაში მუშაობენ, სიმულირებულ რადართან და საკუთარ თავზე გამოცდიან ყველა სტრესულ სიტუაციას, რომლის წინაშეც რეალურად შეიძლება აღმოჩდნენ.

ავიამეთვალყურეთა საბაზისო სწავლება, მათი რეგულარული გადამზადება და საბოლოო ჯამში პროფესიონალზმის ზრდა, კვლავაც რჩება საქაერონავიგაციის პრიორიტეტი.

გარდა იმისა, რომ ქართველი მეთვალყურეები საბაზო სწავლებისას ტულუზაში, ENAC-ის უნივერსიტეტში გადიან პრაქტიკულ სავარჯიშოებს, შემდეგ კი ინსტრუქტორთან ერთად უწევთ მუშაობა, მათ ასევე ყოველწლიური გადამზადებაც უტარდებათ. გადამზადებას გადის ყველა დონის მეთვალყურე. სამკვირიანი გადამზადების კურსის განმავლობაში 10 საათი სიმულატორთან მუშაობას ეთმობა.

Advertisements

6 comments on “ტრეინინგი პროფესიონალიზმისათვის – პროფესინალიზმი უსაფრთხოებისათვის

    • საქართველოში მხოლოდ საავიაციო უნივერსიტეტია, სადაც მსურველს შეუძლია შეისწავლოს სხვადასხვა პროფესია ავიაციის დარგში. თუმცა სამწუხაროდ ავიამეთვალყურის პროფესია არ ისწავლება საქართველოსი, ამიტომ მსურველებმა უნდა მიმართონ საზღვარგარეთ არსებულ ნებისმიერ საავიაციო სასწავლებლებს, ან კიდევ დაელოდონ შპს “საქაერონავიგაციაში” ვაკანსიის გამოცხადებას. შერჩეული კანდიდატები ორგანიზაციის ხარჯებით სწავლობენ ამ პროფესიას მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში.

  1. pirvel rigshi madloba pasuxistvis,me movidzie egeti sascavleblebi da erterti iyo saprangetshi da pasi iyo dzalian didi, kursi girda tu scored maxsovs 5000 evroze cota meti.da sahaeronavigacia yovel cels acxadebs vakansias?

  2. ბოლო 6 წლის მანძილზე თითქმის ყოველ წელს ცხადდება ვაკანსია, ამის შედეგად საქაერონავიგაციაში თითქმის 60 ადამიანი დასაქმდა ავიამეთვალყურედ. ჯერ ვერ გეტყვით კიდევ როდის გამოცხადდება ვაკანსია, თუმცა როცა გამოცხადდება აუცილებლად დაიდება ინფორმაცია ინტერნეტ თუ მედია სივრცეში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s