რას (არ) საქმიანობს ავიამეთვალყურე?

– „თვითმფრინავის ბილეთებს იაფად ვერ მიშოვი“?
– „კარგ ადგილებზე დამსვი რა“!

ავიამეთვალყურეთა მიმართ მსგავსი თხოვნებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა, არ იცის რა არის ამ პროფესიის ფუნქცია. ამ ვარაუდის დასადასტურებლად ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხვა ორი ტიპის იყო, online გამოკითხვა სავარაუდო პასუხებით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ საქაერონავიგაციის facebook-ის ფან გვერდზე, და offline კითხვარი, რა შემთხვევაშიც დასმულ კითხვებს სხვადასხვა ადამიანები თავიანთი სიტყვებით ფურცელზე სცემდნენ პასუხს.

გამოკითხვის პასუხები არაერთგვაროვანი გამოდგა. Online გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა სწორმა პასუხმა დააგროვა, თუმცა სრულიად სხვა შედეგი მივიღეთ სავარაუდო პასუხების გარეშე პირისპირ ჩატარებული გამოკითხვისას. დიდმა ნაწილმა უპასუხა, რომ ავიამეთვალყურე თვითმფრინავის გამართულობას ამოწმებს აფრენამდე. სხვების აზრით, მისი ფუნქცია უშიშროების საკითხებია. მათი თქმით, ავიამეთვალყურე აკონტროლებს, რომ ვინმემ ბომბი არ შეიტანოს თვითმფრინავში ან ტერორისტი არ შეიჭრას. ზოგი ფიქრობს, რომ ავიამეთვალყურე „ის არის, აი დროშებს რომ იქნევენ თვითმფრინავის დაჯდომისას…“ სხვები მის ფუნქციად მიიჩნევენ ბარგის შემოწმებას, უსაფრთხოების წესების გაცნობას მგზავრებისათვის და სხვა. გამოკითხულთა მხოლოდ მცირე რაოდენობამ გასცა ამ კითხვას სწორი პასუხი.

აღნიშნული გამოკითხვიდან და ავიამეთვალყურეების პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, თქვენთან ერთად გაგვერკვია თუ რას საქმიანობს ავიამეთვალყურე და ვისი მოვალეობაა ის, რაც ბევრს მისი ფუნქცია გონია.

რა არ შედის ავიამეთვალყურის ფუნქციებში:

-ავიამეთვალყურე არ ამოწმებს თვითმფრინავის გამართულობას, რადგან ეს ტექნიკური პერსონალის ფუნქციაა.

-ავიამეთვალყურე არ აკონტროლებს იმას, რომ ბომბი არავინ შეიტანოს თვითმფრინავში, რადგან ეს დაცვის პოლიციის საავიაციო უშიშროების სამსახურის მოვალეობაა.

-ავიამეთვალყურე არ უზრუნველყოფს ბარგის შემოწმებას, რადგან ესეც საავიაციო უშიშროების სამსახურის ფუნქციაა.

-ავიამეთვალყურე არ „იქნევს დროშებს“ თვითმფრინავის დაჯდომისას, რადგან თვითმფრინავის ზუსტი გაჩერების ადგილს და სტარტის ნიშანს რამპტექნიკოსი მიუთითებს.

-„ავიამეთვალყურე“ არ არის „სტიუარდესას“ ქართული თარგმანი, რადგან „სტიუარდესა“ ქართულად “ბორტგამცილებელია“.

-ავიამეთვალყურის ფუნქცია არაა უსაფრთხოების წესების გაცნობა მგზავრებისათვის, რადგან ამას ბორტგამცილებელი უზრუნველყოფს.

-ავიამეთვალყურე არ ჯავშნის თვითმფრინავის ბილეთებს, რადგან ეს ავიაკომპანიის ოპერატორის მოვალეობაა.

-ავიამეთვალყურე არ იკავებს კარგ ადგილებს თვითმფრინავში, რადგან თვითმფრინავის ბილეთებთან არავითარი შეხება არ აქვს!!

რას საქმიანობს ავიამეთვალყურე?

 -ავიამეთვალყურე არის საავიაციო სფეროს სპეციალისტი, რომლის მოვალეობაა უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო, თანმიმდევრული და დროული მართვა.
-ავიამეთვალყურე მუშაობს რადიოს, რადარის და სხვა მრავალი ტექნოლოგიის გამოყენებით.

ავტორი: მარი მელქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s