მემორანდუმი NATS-სა და საქაერონავიგაციას შორის

2012 წლის 9-10 მაისს საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა ბრიტანული კომპანია ნათს-ის (NATS) გენერალური დირექტორი რიჩარდ დიკინი და ევროპის რეგიონალური მენეჯერი პოლ კემპბელი.
საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შპს „საქაერონავიგაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ქართული მხარიდან ხელი მოაწერა შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს უფროსმა ბ-ნ გიორგი კარბელაშვილმა.

NATS – NATS Holdings Limited (formerly National Air Traffic Services Limited) – არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საჰაერონავიგაციის სერვისის მწარმოებელ ქვეყნებს შორის. გარდა სანავიგაციო მომსახურებისა, კომპანიის საქმიანობა მოიცავს ზოგადად ავიაციის ინდუსტრიის ტექნოლოგიურ და ბიზნეს განვითარებასაც. ავიაციის ბიზნესში მოქმედიათობით კომპანია მსოფლიოს მაშტაბით სარგებლობენ NATS-ის საინჟინრო, ტექნიკური და საგანმანათლებლო პროგრამებით.

NATS-ი არის უნიკალური კომპანია თავისი სამართლებრივი ფორმითაც. კომპანიის 49% წილის მესაკუთრე არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ხოლო 48%-ს ფლობენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორებიც არიან British Airways, BMI, EasyJet, Monarch Airlines, Thomas Cook Airlines, Thomson Airways and Virgin Atlantic; BAA Limited.

აღნიშნული მემორანდუმით საფუძველი ჩაეყარა ორი კომპანიის თანამშრომლობას, რასაც უახლოეს მომავალში მოყვება ერთობლივი პროექტების განხორციელება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s