„ აწი ვილნიუსში შევხვდებით! “

შპს „საქაერონავიგაციას“ 25-29 აპრილს 21 ლიტველი, იქაური ნავიგაციის თანამშრომელი ესტუმრა. ვიზიტი არაოფიციალური იყო და მათ გეგმაში შედიოდა ჩვენი საჰაერო მიმოსვლის კონტროლის ცენტრში სტუმრობა და ასევე თბილისის დათვალიერება.
ამ ვიზიტს კი, თავის მხრივ, წინ უსწრებდა ჩვენი ავიამეთვალყურეების ვილნიუსში სტუმრობა, სადაც გაიმართა მინი-ფეხბურთის ტურნირი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის. ვილნიუსურ ტურნირზე არსებულმა მეგობრულმა ატმოსფერომ კი, საპასუხოდ მთელი ოცდაერთი კაცის ვიზიტს დაუდო საფუძველი.

პირველ დღეს, ლიტველმა კოლეგებმა ჩვენი ნავიგაციის შენობა დაათვალიერეს – გაეცნენ ქართველი კოლეგების სამუშაო გარემოს.
შემდეგ დღეებში კი იყო ვიზიტი ძველი თბილისის უბნებში, მთაწმინდაზე, მინი ექსკურსია ქალაქგარეთ – მცხეთა, თავისი უძველესი ტაძრებითა და ისტორიით, ხოლო საღამოს, რა თქმა უნდა, გაცნობა ქართულ სამზარეულოსთან ხალხური ცეკვა–სიმღერის თანხლებით.

გამგზავრებისას სტუმართა განწყობას კარგად გადმოსცემს ერთ–ერთი მათგანის ხუმრობით ნათქვამი სიტყვები: ლიტვაში აქაური შთაბეჭდილებების მოყოლის შემდეგ, თქვენს ქვეყნაში სტუმართა ნაკადი ერთი ორად გაიზრდებაო.

სამდღიანი სტუმრობა ასეც დასრულდა. ბოლოს იყო უამრავი მადლობა და კეთილი სურვილები – „ აწი ვილნიუსში შევხვდებით! “

ავტორი: გიორგი მეზვრიშვილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s