რა არის ტურბულენტობა?

ალბათ ბევრ თქვენთაგანს გიმგზავრიათ თვითმფრინავით და გიგრძვნიათ მსუბუქი ან საშუალო რყევები ჰაერში, თუმცა მგზავრთა უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს ტურბულენტობის ეფექტებს, ეს არის ჰაერის შეუმჩნეველი მოძრაობა, რომელიც  შეიძლება კარგ ამინდშიც სრულიად მოულოდნელად წარმოიშვას. ის შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერულმა წნევამ, რეაქტიულმა ნაკადმა და ჭექა-ქუხილმა.

    რამდენი სახის ტურბულენტობა არსებობს?

  • მსუბუქი ტურბულენტობახასიათდება მსუბუქი, უმნიშვნელო რყევით სიმაღლეზე.
  • რიტმული ტურბულენტობა –  მსუბუქი ბიძგი სიმაღლეზე.
  • ზომიერი ტურბულენტობა – მსუბუქი ტურბულენტობის მსგავსი, მაგრამ უფრო დიდი ინტენსივობით.
  • ზომიერი ბიძგი  – მსგავსი მსუბუქი ბიძგისა, მაგრამ უფრო მზარდი ინტენსივობით და ხშირი დატყმებით ჰაერში.
  • ძლიერი ტურბულენტობა – გამოიხატება უეცარი და მკვეთრი დარტყმებით, ცვალებადი სიჩქარით.

    ტურბულენტობა კარგ ამინდში

  • მისი განჭვრეტა შეუძლებელია, ამიტომ არც სათანადო გაფრთხილებას იძლევიან.
  • ის შეიძლება წარმოიშვას უღრუბლო ცაზეც.
  • თვითმფრინავის რადიოლოკატორებს არ შეუძლიათ მისი აღმოჩენა.

მიზეზები

  • თერმული – მზის მცხუნვარება იწვევს ცხელი მასების გაზრდას და ცივი მასების გაფანტვას.
  • რეაქტიული ნაკადი – მაღალ სიმაღლეზე ჰაერის ნაკადების სწრაფი ცვლილება.
  • მთები – ჰაერის ნაკადების მოძრაობა მთებზე.
  •  ტურბულენტობა –  თვითმფრინავის ან ვერტმფრენის ხმელეთთან ახლოს ფრენა იწვევს ჰაერის ნაკადების ქაოტურ  მოძრაობას.
  • მიკროაფეთქებები – შტორმის დროს ძლიერი მოძრაობა ზევით და ქვევით მიწასთან ახლოს.

 თავდაცვის რჩევები

მგზავრი ვალდებულია  შეასრულოს ყველა მითითება და შეკრული ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედი, მაშინაც კი   როდესაც არ ანთია შესაბამისი მანიშნებელი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s