ქარის ენერგეტიკა მანქანებისა და თვითმფრინავებისთვის

ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯის (City College of New York, CCNY) მეცნიერთა ჯგუფი ენერგიის მიღების ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობს მანქანებისა და თვითმფრინავებისთვის, რომელიც პიეზოელექტრიკებზეა დაფუძნებული – მასალებზე, რომლებიც დეფორმაციის კინეტიკურ ენერგიას ელექტრო ენერგიად გარდაქმნის. მათ მიერ შექმნილი მოწყობილობების პროტოტიპები, რომელთა ზომებიც დაახლოებით 1 х 2,5 სმ-ია, ავტომობილის სახურავზე ან თვითმფრინავის ფიუზელაჟზე მონტაჟდება, სადაც მათ ჰაერის ნაკადისგან ვიბრაციისას ელექტრობა უნდა გამოიმუშავონ. სიმძლავრე, რა თქმა უნდა შიდა წვის ძრავის შესაცვლელად საკმარისი არ იქნება, მაგრამ მას ზოგიერთი სისტემის ენერგიით უზრუნველყოფა მაინც შეუძლია, მაგალითად, მართვის პანელის, აკუმულატორებისა და მობილური ტელეფონების მსგავსი მცირე ელექტრონიკის უზრუნველსაყოფად.

CCNY პროფესორის იანის ანდრეოპულოსის (Yiannis Andreopoulos) ხელმძღვანელობით მენციერთა კოლექტივი ამ დროისათვის ტექნოლოგიის ოპტიმიზაციაზე მუშაობს ფიზიკური ძალების მოდელირების გზით, რომელთა მოქმედების ქვეშაც სხვადასხვა ტიპის ჰაერის ნაკადებში პიეზოელექტრიკები ხვდებიან. როდესაც მოწყობილობა სატვირთო ავტომობილის უკან სპეციფიკურ ნაკადში იმყოფება, იგი რეზონანსულ სიხშირეზე ვიბრაციას იწყებს. ხოლო მსუბუქი ავტომობილის სახურავზე მას გაცილებით არასტაბილური ნაკადი ხვდება
– ტურბულენტური სასაზღვრო ფენა. ანდრეოპულოსი ახლო მომავალში აეროდინამიური მილიდან მონაცემების წარმოდგენას გეგმავს, რომელიც მოწყობილობის მოქმედებას ორივე შემთხვევაში უჩვენებს.

From: http://www.aqualung.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s