ფანჯრები დინამიური დამუქებით თვითმფრინავში

Boeing-ი დიდი ხანია გვპირდებოდა, რომ 787 Dreamliner-ით ფრენით გამოწვეული შეგრძნებები ვერც ერთ სხვა თვითმფრინავით ფრენას ვერ შეედრებოდა. ამ თვითმფრინავთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი საკმაოდ საინტერესოა. ნახშირბოჭკოვანი კონსტრუქციების, ენერგოეფექტური ძრავებისა და გაუმჯობესებული აეროდინამიკის გარდა, თვითმფრინავს ყველაზე დიდი ფანჯრები ექნება.

მათი სიმაღლე დაახლოებით 48 სმ იქნება, რაც 65% მეტია, ვიდრე ნებისმიერ სტანდარტულ სამგზავრო თვითმფრინავში. მათი განლაგება კი უფრო მაღლა იქნება, ასე რომ მგზავრს დახრა არ მოუწევს, რათა ფანჯარაში გაიხედოს. მაგრამ მათი მთავარი ღირსება შექმნისას გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიაა. ილუმინატორებს ჩამოსაფარებლები არ აქვთ, ყველაფერს ელექტრონიკა აკეთებს. ყველა ფანჯრის ქვევით დიმერის სახელურია, რომელის ბრუნვაც შუშებს შორის განთავსებულ გელს შუშის დამუქებას აიძულებს. მგზავრს მოცემული ეფექტის რეგულირება შეუძლია, მაგრამ მაქსიმალური დამუქებისასაც კი შეიძლება დაინახო რა ხდება გარეთ.
დიმერების მართვა პილოტებსა და პერსონალსაც შეუძლია ინდივიდუალურად, ცალკეული ჯგუფებით ან ყველასი ერთად. ეს სასარგებლო შეიძლება იყოს, რადგანაც ზოგიერთი ავიაკომპანია ითხოვს, რომ აფრენის ან დაფრენისას ილუმინატორის ჩამოსაფარებლები აწეული იყოს. პერსპექტივაში ინჟინრები ავტომატური მართვის სისტემის დანერგვასაც ფიქრობენ, მაგალითად, გარკვეულ სიმაღლეზე დამუქების მოცემული დონის დაყენება.

From:www.aqualung.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s