ახალი სამუშაო ადგილები ქუთაისში

ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იგეგმება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. შესაბამისად, საქაერონავიგაცია კადრების მომზადებისთვისაც მუშაობს. 30-31 მარტს ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა შერჩევა გამოცხადებულ ბრიფინგ ოფიცრის ვაკანსიაზე საქაერონავიგაციაში.

შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან ქუთაისში საქაერონავიგაციის ახალ სამეთვალყურეო კოშკურის ობიექტზე. სტაჟირება საქაერონავიგაციის თბილისისა და ბათუმის ობიექტზე გაიმართება, ასევე მოხდება კანდიდატების მივლინება საზღვარგარეთის რომელიმე საავიაციო სასწავლებელში კურსების გასავლელად და საერთაშორისო სერთიფიკატების ასაღებად.

ახალი აეროპორტისა და სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობის დასრულებისთვის კანდიდატები უკვე იქნებიან მომზადებულები თავიანთი სამუშაო ადგილებისთვის.

სტაჟირების პერიოდი კანდიდატებისთვის იქნება ანაზღაურებადი, ასევე საზღვარგარეთ გამგზავრებასაც საქაერონავიგაცია დააფინანსებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s