ქუთაისის აეროპორტის შიდა დიზაინის პროექტირება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მსოფლიოში აღიარებული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯეტო ჯუჯარო თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გიორგი კარბელაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო პროექტები, მათ შორის ქუთაისის აეროპორტის არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებიც განიხილეს. გიორგი კარბელაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ჯორჯეტო ჯუჯაროს კომპანიას მონაწილეობა მიეღო ქუთაისის აეროპორტის შიდა დიზაინის შექმნაში.

”ისინი საქმის კურსში არიან ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის შესახებ, რადგან, მათივე თქმით, ეს აეროპორტი, რომელსაც ცნობილი არქიტექტორები აშენებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, არქიტექტურის სკოლაში. მათ გამოხატეს თანხმობა ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე და გამოთქვეს დიდი სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ქუთაისის აეროპორტის შიდა დიზაინის პროექტის შემუშავებაში. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ზოგადად საქართველოთი, აღმშენებლობით, შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა კომპანიებთან და დიდი ინტერესი აქვთ, ჩვენს ქვეყანაში შექმნან როგორც საწარმოები, ასევე სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც საკუთარ გამოცდილებას გადასცემენ” – განაცხადა გიორგი კარბელაშვილმა.

from: http://economy.ge/?category=4&lang=geo&item=962

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s