“სიკორსკის” X2-მა ვერტმფრენების სიჩქარის რეკორდი გააუმჯობესა

ვერტმფრენების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია “სიკორსკიმ” თავისი უახლესი მანქანა X2 ჩაიფიქრა, როგორც მსოფლიოში უსწრაფესი ვერტმფრენი და თავის მიზანს, აპარატის საგამოცდო ფრენებისას უკვე მიაღწია – სადემონსტრაციო X2-მა 250 კვანძი (დაახლოებით 460 კმ/სთ) სიჩქარე განავითარა.

თუმცა ეს “სიკორსკის” მთავარი მიზანი არ იყო და ეს ზღვარი კომპანიის სადემონსტრაციო ვერტმფრენმა “სიკორსკის” საფრენოსნო ცენტრში გადალახა და 260 კვანძ სიჩქარესაც კი მიაღწია, თუმცა ამ დროს მას ისიც უწყობდა ხელს, რომ აპარატი დაბლა ეშვებოდა.X2-ს სამი ხრახნი აქვს, რომელთაგან ორი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ, საფრენი აპარატის ვერტიკალურ აფრენა-დაშვებას ემსახურება, მესამე კი პირველი ორის პერპენდიკულარულადაა განლაგებული და ის აპარატის ჰორიზონტალურ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მესამე ხრახნის და კარგად დამუშავებული აეროდინამიკის წყალობით, ვერტმფრენს მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია.
ისტორიული სარეკორდო ფრენა “სიკორსკის” მთავარმა პილოტმა და იმავდროულად, საფრენოსნო ოპერაციების დირექტორმა, კევინ ბრედენბეკმა შეასრულა, ვინც განაცხადა, რომ ყოველ მომდევნო საგამოცდო ფრენისას, X2 წინაზე უკეთ მუშაობს და ყველა მოლოდინს ამართლებს.

http://24saati.ge/index.php/category/society/science/2010-10-03/9951

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s