5 მიზეზი რისთვისაც რომას თავისი პროფესია მოსწონს

რამოდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა Facebook-ში პოსტი დაწერა  „5 მიზეზი თუ რატომ  მომწონს  ავიამეთვალყურეობა.“ რომა უკვე ხუთი წელია მუშაობს საქართველოს საჰაერო ნავიგაციაში ავიამეთვალყურედ, გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, გუნდურობით, შრომისმოყვარეობით, პუნქტუალურობით და ასე შემდეგ 🙂 , პოსტი ინგლუსურ ენაზე იყო დაწერილი, ხოდა გადმოვთარგმნეთ რათა ქართულ ენოვან მკითხველსაც გავაცნო რომას შეხედულებები ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან პროფესიაზე.

მაშ ასე, რომა ამბობს:

,,საქაერონავიგაციაში“ 5 წლიანი მუშაობის  შემდეგ გადავწყვიტე დამეწერა მოკლე მიმოხილვა იმის შესახებ,  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ვაფასებ ჩემს პროფესიაში.

 1.სიამაყე და თავდაჯერებულობა

ვფიქრობ რომ,  საჰაერო სივრცის/აეროდრომის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მე ვამაყობ რომ ვარ ავიამეთვალყურე, ვაკონტროლებ და ინსტრუქციებს ვაძლევ ძალიან ჭკვიან ხალხს -მსოფლიოს ყველა ავიახაზების პილოტებს. მე ვაკეთებ ყველაფერს საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოებისა და  რეგულარობსათვის, და მთლიანად ვარ კონცენტრირებული ჩემს საქმეზე. ცვლის შემდეგ სახლში კმაყოფილი ვბრუნდები-ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა…

2. კარგი თანამშრომლები

ძალიან მიხარია ჩემი თანამშრომლების ნახვა და მათთან ერთად მუშაობა. ჩვენ ერთად გავიარეთ ძალიან სერიოზული ტესტები და გამოცდები, ამიტომ მე მჯერა მათი, ყოველთვის შემიძლია მივმართო რჩევისთვის და განვიხილო მათთან ერთად სერიოზული  საკითხები. ყოველდღე ჩვენ ვაბარებთ ერთმანეთს თვითმფრინავებს რომელთაც გადაყვთ უამრავი ადამიანი,  ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მათი სიცოცხლეა, და ამიტომ ძალიან ვენდობით ერთმანეთს ცვლის დასრულების შემდეგაც კი.  ჩვენ  ერთი გუნდი ვართ.(კურტ კობეინი)

 3.ანაზღაურება და თავისუფლება

ჩემი ანაზრაურება საკმარისია ნორმალური ცხოვრების პირობებისათვის. მე შემიძლია წავიდე ჩემი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეს კაფესა და რესტორანში და დავაგემოვნო უგემრიელესი საჭმელები. მე შემიძლია ვიმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში  შვებულებისას  და ვუყიდო ჩემს მეგობრებს საჩუქრები. მე შემიძლია ვაკეთო რაც მინდა. ეს  მე მანიჭებს თავისუფლებას და უდარდელობას მომავალზე, რადგან მომავალი ჩვენია! ვინ წამოვა  ჩემთან ერთად ნიცაში? 🙂

  4.ჯანმრთელობის დაზღვევა

ყველა ავიამეთვალყურე რეგულარულად გადის სამედიცინო შემოწმებას რაც კიდევ  ერთხელ  ადასტურებს ჩვენ ჯანმრთელობას,  თუმცა ყველას შეიძლება ჰქონდეს რაღაც სახის ჯანმრთელობის პრობლემა , ასეთ შემთხვევში მე არ ვწუხვარ ძვირადღირებულ პროცედურებზე და მედიკამენტებზე რადგან ჩემი ხარჯების 90% ანაზღაურებს ნავიგაცია.  მიუხედავად ამისა სტომატოლოგები მაინც არ მიყვარს, მაგრამ ეს მმატებს ძალას  ქათმის გრიპსაც კი არ შევუშინდე.

 5.თავისუფალი დრო

უბრალოდ ძალიან მიყვარს!  რთული ცვლის შემდეგ  ჩვენ 3 დღე გვაქვს დასასვენებლად და დაკარგული ენერგიის აღსადგენად. ეს დრო მე შემიძლია გავატარო ჩემს მეგობრეთან , ნათესავებთა და ოჯახთან. ამ დროს მე შემიძლია ვიმოგზაურო ჩემს ქვეყანაში შვებულების გარეშე.  ვისწავლო  ბევრი ახალი, გავიუმჯობესო უნარ-ჩვევები, წავიდე წვეულებებზე მეგობრებთან ერთად,  და გავხადო ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი. (ხვდებით ხო რასაც ვგულისხმობ? 🙂  

 6.პატივისცემა

ვგრძნობ როგორ მაფასებენ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები, მიყურებენ და მისმენენ.  ახალი ნაცნობების შეძენისას როცა ჩემს პროფესიას მეკითხებიან პირველი რეაქცია არის „მართლა? რა მაგარია!“ რაზეც სულ მეცინება. მე ვარ მნიშვნელოვანი და პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი, და მე ეს ძალიან მომწონს!“

ესეც ლინკი:

https://www.facebook.com/sakaeronavigatsia/posts/257290084347875

Advertisements

2 comments on “5 მიზეზი რისთვისაც რომას თავისი პროფესია მოსწონს

  1. რომა ! იცოცხლე და იბედნიერე შენს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ! უფალმა დაგლოცოს ! შენ ძალიან ჭკვიანი ნიჭიერი და საზოგადოებისათვის სასარგებლო ახალგაზრდა ადამიანი ხარ ! მეგობრებო რომა ნამდვილად ქებას იმსახურებს,რადგან ის პატრიოტი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალია ! AVE ROMA !!!!!!!!! / პატივისცემით : ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საქაერონავიგაციის მეტეო-სამსახურის დამკვირვებელი >>> ირაკლი ჩოგოვაძე

  2. მადლობა ირაკი! საქაერონავიგაციას ნამდვილად ბევრი ისეთი თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც ქებას იმსახურებს, რომლებიც არამარტო მათთვის, არამედ ორგანიზაციისთვიისაც ძალიან სასარგებლონი არიან. რომას პოსტი თითოეული თანამშრომლის პოზიციას ასახავს, რადგან ყველაფერი რეალური და სიმართლე დაგვიწერა მან. გაიხარეთ !!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s