“ევროკოპტერის” ჰიბრიდული აპარატი. გეერტმფრენის მიღწევები

კომპანია “ევროკოპტერის” მიერ შექმნილმა შორსმფრენმა და მაღალსიჩქარიანმა ჰიბრიდულმა ექსპერიმენტულმა ვერტმფრენმა ტესტების პირველი სერია რეკორდული (ამ ტიპის ვერტმფრენებისთვის) სიჩქარის დაფიქსირებით დაასრულა.

აპარატმა 333 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, თუმცა მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ეს ზღვარი არაა და ტესტების მეორე ეტაპზე, მიზნად 407 კმ/სთ-ის მიღწევას გეგმავენ.

ექსპერიმენტული X3 სერიულ ვერტმფრენ “დოფინის” ბაზაზეა აგებული. მისი ორი ტურბოღერძული ძრავი, მთავარი, ხუთფრთიანი როტორის გარდა, ორ მომცრო საავიაციო ხრახნსაც ატრიალებს, რომლებიც ვერტმფრენის ორივე მხარეს, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი მოკლე ფრთების ბოლოებშია დამაგრებული.

ამგვარად, ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების გარდა, X3-ს ჰორიზონტალური ტრაექტორიით, სწრაფი (ტურბოხრახნული თვითმფრინავისთვის ხელმისაწვდომი სიჩქარით) ფრენაც შეუძლია. სხვათა შორის, რეკორდული სიჩქარე აპარატმა ძრავების მაქსიმალური სიმძლავრის გამოყენების გარეშე განავითარა.

X3-ის ტესტირება სამი თვის წინ დაიწყო საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში. ტესტების უპირველესი ამოცანა მართვის სტაბილურობის შემოწმება იყო. პირველი ტესტები ხან ავტოპილოტით სრულდებოდა, ხან – მის გარეშე. ამასთან, ძრავები საშუალო სიმძლავრით მუშაობდა. ტესტებისას, ვერტმფრენმა 3 810 მეტრის სიმაღლეს მიაღწია. ის ასრულებდა მსუბუქ მანევრებს მარჯვნივ და მარცხნივ, მოხვევის კუთხე თანდათან 60 გრადუსამდე გაიზარდა. თანდათან იმატა სიჩქარემაც, რომელმაც მცირე სიმძლავრის გამოყენების მიუხედავად, მაინც 333 კმ/სთ-ს მიაღწია.

ვX3-ის პირველმა ტესტებმა შესანიშნავად ჩაიარა. ეს აპარატი სიჩქარისთვისაა შექმნილი და ადვილად ემორჩილება პილოტს. ის ჰაერში ზუსტად ისე იქცევა, როგორც ჩვენი სიმულატორი, რომელზეც პილოტები ვარჯიშობდნენ. ახლა მორიგი ტესტებისთვის ვემზადებით და იმედია, ისინიც ისე ჩაივლის, როგორც პირველივ, – ამბობს “ევროკოპტერის” ტესტ პილოტი ჰერვ იამარიაკი.

ტესტების პირველი სერიის შემდეგ, ვერტმფრენს სამთვიანი სამუშაოები ჩაუტარდება და მარტში ისევ ფრენებს შეუდგება. მეორე სერიის დროს, სიჩქარე 220 კვანძამდე (407 კმ/სთ) გაიზრდება. შედარებისთვის, ამერიკულ კომპანია “სიკორსკის” წარმოების წყვილღერძიანი ვერტმფრენის საცდელი ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც მან ასევე გამოცდების დროს დააფიქსირა, 250 კვანძს (463 კმ/სთ-ს) შეადგენს.

“ევროკოპტერ X3-ის” დანიშნულება მრავალმხრივია. ის მისწრებაა საკვლევი და სამაშველო შორეული ფრენებისთვის, სანაპირო დაცვის და სასაზღვრო პატრულირებისთვის, ასევე მგზავრთა გადასაყვანად. რა თქმა უნდა, ვერტმფრენს სამხედრო მისიების შესრულებაც შეუძლია. მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ცოცხალი ძალის გადაყვანა, ასევე სპეცდანიშნულების ოპერაციებში მონაწილობა და სამედიცინო ევაკუაცია.

 

http://www.24saati.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s