პირველები ავიაციაში

1) Marquis d’Arlandes Pilatre de Rozier 1783 — პირველი ადამიანები ცაში.  მათ 21 ნოემბერს, პარიზში, საჰაერო ბურთით ოცწუთიანი ფრენა განახორციელეს.

 

2) Orville & Wilbur Wright 1903— პირველი რეისი კიტი ჰოუკში, ჩრდილოეთ კაროლინაში. (17 დეკემბერი)

 

3) Thomas E. Selfridge 1908 — პირველი  უბედური შემთხვევა. სელფრიჯი, ამერიკის კავშირის ჯარი ლეიტენანტი იყო ერთერთი ვინც მონაწილეობდა რაითის თვითმფრინავის საცდელ ფრენაში ფორტ მაიერსში. დაახლოებით 75 ფუტის სიმაღლეზე თვითმფრინავს დაუზიანდა პროპელერი რაც მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. ამ შემთხვევამ სელფრიჯი შეიწირა, ხოლო ორვილ რაითი სერიოზულად დაშავდა.

 

4) Baroness Raymonde de la Roche 1910 — პირველი ლიცენზირებული პილოტი ქალი. (ფრანგი ქალბატონი, რომელმაც ფრენა 1909 წელს ისწავლა და 8 მარტს მიიღო ლიცენზია ნომერი 36)

 

5) Harriet Quimby 1911 — პირველი ამერიკელი პილოტი ქალი. (ჟურნალის მწერალი, აიღო ლიცენზია და გახდა მსოფლიოში მეორე ლიცენზირებული ქალი-პილოტი. ის აგრეთვე პირველი ქალბატონი გახლავთ, რომელმაც ინგლისის არხს გადაუფრინა. ის გაფრინდა დოუვერიდან ინგლისიდან და ჩაფრინდა საფრანგეთის ქალაქ ჰარდელოტში ბლერიოტის მონოპლანით. (16 აპრილი). მოგვიანებით უბედურ შემთხვევაში დაიღუპა, როდესაც 1 ივლისს 1912წელს ჰარვარდ-ბოსტონის საავიაციო შეხვედრაზე მიფრინავდა.

 

6) Bessie Coleman 1921 — პირველი შავკანიანი ამერიკელი ქალი-პილოტი. დაიწუპა 30 აპრილს, 1926 წელს ავია კატასტროფაში.

 

7) Amelia Earhart 1932 — პირველი  ქალი-მფრინავი, რომელმაც მარტო განახორციელა ტრანსატლანტიკური გადაფრენა. (ნიუფაუნდლენდის ჰარბორ გრეისიდან ირლანდიაში, დაახლოებით 15 საათში)

 

8) Chuck Yeager 1947 — პირველი ადამიანი, ვინც ბგერის სიჩქარეზე სწრაფად იფრინა. (14 ოქტომბერს, 1947 წელს, იგი Bell X-1 რაკეტით 670 მილი საითში განავითარა.)

 

9) Jacqueline Cochrane 1953 — პირველი  ქალი-პილოტი, რომელმაც ბგერის სიჩქარე გადალახა. (მან კალიფორნიას F-86 Sabrejet-ით გადაუფრინა საშუალო სიჩქარით 670 მილი საათში.)

 

10) Yuri Alekseyevich Gagarin 1961 — პირველი ადამიანი კოსმოსში.

 

 

11) Valentina Vladimirovna Tereshkova – Russian cosmonaut 1963 — პირველი  ქალი კოსმოსში.

 

12) Jerrie Mock 1964 — პირველი  ქალბატონი, რომელმაც დედამიწის გარშემო იფრინა.

 

13) Neil Armstrong 1969 — პირველი ადამიანი რომელმაც მთვარეზე იმოგზაურა.

14) Emily Warner 1973 — ამერიკის კომერციული ავიახაზის პირველი  ქალი-პილოტი. (Frontier Airlines)

 

15) Christa Sharon McAuliffe 1986 — NASA-ს კოსმოსის პროგრამის პირველი მასწავლებელი. ის დაიღუპა ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად კოსმოსური ხომალდი ჩელენჯერი აფეთქების დროს.

16) Barbara Harmer 1993 — კონკორდის პირველი  ქალი-პილოტი.

 

17) Shiela Widnall 1993 — ამერიკის საჰაერო ძალების პირველი  მმართველი ქალი.

გაგრძელება იქნება…

Advertisements

4 comments on “პირველები ავიაციაში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s