ფრენა ევროპული სტანდარტებით

მას შემდეგ, რაც პირველად თვითმფრინავი გამოიგონეს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი საზრუნავი უსაფრთხო ფრენა გახდა. უსაფრთხო ფრენას რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია არეგულირებს. ისინი ადგენენ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ითვალისწინებს – თვითმფრინავის ტექნიკურ უსაფრთხოებას, პერსონალის კვალიფიკაციის დონეს, საწვავის ხარისხს და სხვ. რომ არა ამ ფაქტორების კონტროლი, კაცობრიობის ეს მნიშვნელოვანი გამონაგონი უამრავ ადამიანს იმსხვერპლებდა და ალბათ, საბოლოოდ აღარც კი იარსებებდა.საქართველოში ფრენის უსაფთხოებაზე სამოქალაქო ავიაციიის სააგენტო ზრუნავს, ის აკონტროლებს რამდენად აკმაყოფილებენ ქართული ავიაკომპანიები საერთაშორისო სტანდარტებს, გასცემს სერთიფიკატებს, რომლებიც პერსონალის კვალიფიკაციას ადასტურებს, უზრუნველყოფს ქართული ავიაციის ევროპასთან ინტეგრაციას.

საქართველო 1994 წლიდან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO), ხოლო 2005 წლიდან ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრია (ECAC). საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან ავიაციის სფეროში თანამშრომლობა საქართველოსთვის არა მხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიც არის, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტრანსპორტის აღნიშნული სფეროს განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული საკითხია.
1-5 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ECAC -ის სამოქალაქო ავიაციის დირექტორების მესამოცე სპეციალურ კონფერენციაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი აღნიშნული ფორმატის შეხვედრაში.

კონფერენციას ესწრებოდნენ ICAO-ს გენერალური მდივანი რაიმონდ ბენჯამინი, EUROCONTROL -ის გენერელური დირექტორი დევიდ მაკ მილანი, ECAC -ის პრეზიდენტი კატალინ რადუ, EASA-ს აღმასრულებელი დირექტორი პატრიკ გოუდოუ, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ოფისის დირექტორი ლუის ფონსეკა დე ალ მეიდა და 38 ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელი.შეხვედრაზე ძირითადად იმსჯელეს ევროპაში სამოქალაქო ავიაციის სფეროს სამომავლო განვითარებასა და ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, ეროვნული საავიაციო ხელისუფლებების გაძლიერებაზე, პერსონალის პროფესიული ზრდისა და გადამზადების კუთხით. შეხვედრის მონაწილეების მიერ დაისახა რიგი პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინებაც მოხდება ECAC -ის სამუშაო პროგრამისა და 2013-2015 ბიუჯეტის შემუშავებისას.უცხოელმა კოლეგებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველოში ავიაციის სფეროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების მიმართ და სურვილი გამოთქვეს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლის სექტემბერში ECAC -ის სამოქალაქო ავიაციის დირექტორების კონფერენცია საქართველოში ჩატარდება.

from:http://91.212.213.28/~civilavi/?p=9

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s