უნიკალური თვითმფრინავი

ამერიკელმა დიზაინერმა უილიამ ბრაუნმა ახალი, ეკოლოგიური თვითმფრინავის კონცეფცია დაამუშავა.იგი წყალბადის საწვავით იფრენს და შეძლებს, დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე დამატებითი საწვავის გარეშე მიფრინდეს. საჰაერო ხომალდის ეს პროექტი ავსტრალიური ფრინველის, პატარა თითისტარას აგებულების საფუძველზე შეიქმნა. ეს ფრინველი მსოფლიო რეკორდსმენია გადაფრენის ხანგრძლივობით – 11 680 კილომეტრი ავსტრალიიდან ალასკამდე.

ბრაუნმა თავისი ქმნილება იმ კომპანიას მიუძღვნა, რომელიც მფრინავი აპარატების ერთ-ერთი უმსხვილესი დამმუშავებელია და თვითმფრინავსაც სწორედ მისი სახელი უწოდა – Lockheed Stratoliner.

 

 

 

 

 

 

 

 

ფრთების განსაკუთრებული მოწყობილობის გამო – ისინი უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი თვითმფრინავების ფრთები და თან, დაბლაა დახრილი, თვითმფრინავი მეტწილად ჰაერში ილივლივებს გამორთული, ან მცირე სიმძლავრეზე მომუშავე ძრავებით. სრულ სიმძლავრეზე ტურბორეაქტიული წყალბადის ძრავები მხოლოდ აფრენისას, სიმაღლის აღებისა და განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაირთვება, ანუ, ატმოსფეროს დამაბინძურებელი გამონაბოლქვიც მინიმალური იქნება.

ამ იდეის სუსტი მხარე თვითმფრინავის შემცირებული მდგრადობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერს, ან პილოტს, გამუდმებით მოუხდება „შეასწოროს“ აპარატის მდგომარეობა, ამან კი შეიძლება, მგზავრებს დისკომფორტი შეუქმნას. მიუხედავად ამისა, დიზაინერის თქმით, მთელი პროექტი უახლოეს მომავალზეა, იმ დროისთვის, როცა საბორტო კომპიუტერები შეძლებენ ეფექტურად მართონ და შეინარჩუნონ სტაბილურობა ფრთების ასეთი კონსტრუქციის შემთხვევაშიც კი. ამას გარდა, მაშინ უფრო მყარი და მსუბუქი მასალები გვექნება, რათა შეიქმნას საჭირო ზომის მყარი ფრთები.

from: ucnauri.com

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s