რამდენად უსაფრთხოა მობილური ტელეფონების გამოყენება ფრენის დროს

თითქმის ყველა ავიაკომპანიის წარმომადგენელი, ფრენის წინ მგზავრებს აფრთხილებს, რომ მობილური ტელეფონით სარგებლობა ხელს უშლის ნავიგაციის სისტემის მუშაობას და  უმჯობესია გამოვრთოთ იგი. ეს არის წესი, რომელსაც საქართველოში ყველა ავიაკომპანია ითვალისწინებს.მაგრამ საინტერესოა, რამდენად სახიფათოა მობილური ტელეფონის გამოყენება და არის თუ არა იმის შანსი, რომ ამან ავიაკატასტროფა გამოიწვიოს.

ამერიკელი ელექტორომაგნიტური ჩარევის ექსპერტი ბილ შტრაუსი თვლის, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება ფრენისას რისკთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, მობილური ტელეფონები გამოსცემენ ძლიერ რადიო სიგნალებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სანავიგაციო სისტემის ”შეცდომაში შეყვანა” – ცრუ სიგნალის მიწოდება. შტრაუსმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს მოწყობილობა, რომელიც ცნობს მობილური ტელეფონების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების სიგნალებს. მათ ეს ხელსაწყო 37 ფრენზე გამოსცადეს. კვლევამ აჩვენა, რომ მინიმუმ ერთი სატელეფონო ზარი მაინც ხორციელდება თითოეული ფრენის დროს. იყო შემთხვევებიც, როცა ოთხი სატელეფონო საუბარი დაფიქსირდა. ჩნდება კითხვა, თუ ყოველი ფრენისას ჩვენს თვითმფრინავში ვიღაც მობილურ ტელეფონს იყენებს, რამდენად დაცულები ვართ ავიაკატასტროფისაგან? იქნებ ეს მარტივი წესის შეუსრულებლობა სიცოცხლის ფასადაც დაგვიჯდეს?NASA-ას საავიაციო მონაცემთა ბაზაში ინახება მფრინავებისაგან მოწოდებული ყველა ის ინციდენტი და პრობლემა ფრენის დროს , რომლებში ეჭვმიტანილიც მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ხელსაწყოებია. მიუხედავად ამ ანგარიშებისა, არც ერთი ავიაკატასტროფის მიზეზი არ ყოფილა მათი გამოყენება.ჯონ ნენსი, ABC News-ის კონსულტანტი და ვეტერანი პილოტი აცხადებს, რომ საფრთხე არც ისე დიდია მობილური ტელეფონების გამოყენებისას. მისი თქმით, თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, იმდენად კარგად არის ეკრანირებული, რომ მაწანწალა სიგნალები ვერ შეუშლიან ხელს მათ მუშაობას.

თუმცა, ვერცერთი ავიაკომპანია ვერ მისცემს მგზავრებს უფლებას თავისუფლად გამოიყენონ მობილური ტელეფონები, სანამ საბოლოოდ არ დადასტურდება, რომ მათი გამოყენება უსაფრთხოა. ეს კი ამერიკაში ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC) და ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ (FAA) უნდა დაამტკიცოს. ხოლო ევროპაში -ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ.

მსჯელობა ამ თემაზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაშიც გრძელდება, რომლის წევრიც საქართველო 1994 წლიდან გახდა. თუმცა ICAO -ს სტაანდარტებით, მობილური ტელეფონების გამოყენების უსაფრთხოება ფრენისას ჯერ არ დაუმტკიებიათ. შესაბამისად, საქართველოში ავიაკომპანიები კვლავ ატყობინებენ მგზავრებს მათი გამოყენების საფრთხეების შესახებ.

from:http://91.212.213.28/~civilavi/?p=24

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s